ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

'' გენმოდიფიცირებული ორგანიზმების დეტექტირება და ანალიზი ბიოუსაფრთხოებისათვის”

ხუთშაბათს, 18 ივნისს, 15:00 საათზე, ავსტრიული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება ფიზიკის და მათემატიკის ფაკულტეტის სემინარი: '' გენმოდიფიცირებული ორგანიზმების დეტექტირება და ანალიზი ბიოუსაფრთხოებისათვის".

მომხსენებელი: ნელი დათუკიშვილი, ასისტენტ-პროფესორი
სემინარის ანონსი შეგიძლიათ ნახოთ შემდეგ ვებ საიტზე:

http://www.iliauni.edu.ge/files/433_521_543845_seminari-3.pdf

მოკლე ანოტაცია:
მოხსენება შეეხება გენეტიკურად მოდიფიცირებულ ორგანიზმებს (გმო), კერძოდ, თანამედროვე ბიოტექნოლოგიით მიღებულ მცენარეებსა და მათგან წარმოებულ საკვებ პროდუქტებს. განხილული იქნება შემდეგი საკითხები: გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ბიოუსაფრთხოება და რეგულირების სისტემა; რეგულირების მეცნიერული საფუძვლები, გმო-ების ანალიზის მეთოდები; გმო-ების დეტექტირება დნმ-ტექნოლოგიით; გენმოდიფიცირებული საკვების იდენტიფიკაცია საქართველოში. წარმოდგენილი იქნება: გმო-ს სტანდარტული მასალის, თესლებისა და საკვები პროდუქტების ბიოფიზიკური და ბიოტექნოლოგიური კვლევის შედეგები; დნმ-ის ექსტრაქციისა და დნმ-ის რაოდენობრივი შეფასების სხვადასხვა მეთოდის შედარებითი ანალიზი გმო-ს ზუსტი დეტექტირებისთვის; აგრეთვე მცენარის სახეობისა და საკვების მატრიქსის გავნება გენმოდიფიცირებული ორგანიზმების დეტექტირებაზე.

 

ბანერები