ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

გახდი “მრავალფეროვნების სკოლის” მონაწილე

განცხადებები

თუ დაინტერესებული ხართ უმცირესობათა პრობლემატიკით და გინდათ, შეცვალოთ გარემო  თქვენს ირგვლივ, მაშინ შემოუერთდით მრავალფეროვნების სკოლას!

დედლაინი: 17. 03. 2014
http://www.ge.joint-civic-education.net/

მრავალფეროვნების სკოლა არის Joint Civic Education-ის ადგილობრივი პროგრამა, რომელიც პლურალისტური საზოგადოების ფორმირებას ისახავს მიზნად. პროგრამა კვალიფიკაციის ამაღლებისა და საკუთარი საპროექტო იდეების რეალიზების შესაძლებლობას აძლევს ახალგაზრდა აქტივისტებს და მათ, ვისაც სურს, გახდეს აქტივისტი.

● ხართ 18-დან 24 წლამდე
● გაქვთ რაიმე სახის კავშირი უმცირესობათა პრობლემატიკასთან
● ხართ აქტიური თემში
● გაინტერესებთ მრავალფეროვნების საკითხები და ახალგაზრდული აქტივიზმი

მაშინ გეძლევათ შესაძლებლობა, მრავალფეროვნების სკოლის ფარგლებში
● განახორციელოთ საკუთარი მოხალისეობრივი პროექტი
● განივითაროთ უნარ-ჩვევები პროეტის მართვასა და დაგეგმვაში
● მიიღოთ მონაწილეობა თქვენი სოციალური გარემოს ფორმირებაში
● გაიგოთ მეტი მრავალფეროვნების საკითხებზე
● შეხვდეთ თანამოაზრეებს
განაცხადის შემოტანა შეგიძლიათ 2014 წლის 17 მარტამდე.

განრიგი 2014 წლისთვის:

● საგაზაფხულო სესია: 10-18 მაისი, 2014
● საპროექტო შეხვედრა: 25 ივლისი - 1 აგვისტო, 2014
● პროექტის განხორციელება: აგვისტო - ოქტომბერი, 2014
● მრავალფეროვნების ფორუმი:22 - 28 ნოემბერი, 2014

პროგრამაში მონაწილეობა უფასოა. პროგრამა ფარავს მონაწილის კვების, საცხოვრებელ
და მგზავრობის ხარჯებს.

დამატებითი ინფორმაციისათვის და აპლიკაციის შესავსებად გადადით ბმულზე - http://www.ge.joint-civic-education.net/ge/see-our-activities/call-for-applications/

ბანერები