ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

გახდი ილიაუნის პროფესორთა გუნდის წევრი

განცხადებები

ილიაუნის პროფესორების ჯგუფი (ნინო დობორჯგინიძე, დავით დარჩიაშვილი, გიგი თევზაძე), 4D კვლევის ინსტიტუტის ფარგლებში, მუშაობს XX-XXI საუკუნეების საქართველოს ისტორიაზე. ამჯერად, ამ პერიოდის საქართველოს ისტორიის კონცეპტუალური ჩარჩო შემუშავებულია. შემუშავებული ჩარჩოს ისტორიის ტექსტად ქცევისათვის, საჭიროა სტუდენტების 10 კაციანი ჯგუფი - მასალების მოსაგროვებლად (არქივები, მონაცემთა ბაზები, ბიბლიოთეკები) და ტექსტის დაწერაში მონაწილეობის მისაღებად.
 
სასურველია სტუდენტებმა, ქართულის გარდა, იცოდნენ ინგლისური და რუსული ენები.
 
სამუშაო 10-თვიანია და ანაზღაურებადია - თვეში 500 ლარი. ორ თვეში, კარგი შედეგების ჩვენების შემთხვევაში, ანაზღაურება შეიძლება გაიზარდოს.
 
მსურველებმა სამოტივაციო წერილი გამოაგზავნეთ შემდეგ მისამართზე: 4dresearch@iliauni.edu.ge ა.წ. 30 მარტამდე.

ბანერები