ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

გარემოსდაცვითი განათლება მდგრადი განვითარებისთვის

განცხადებები

5-8 სექტემბერს საქართველოს მთავრობის ორგანიზებით ქ. თბილისში ჩატარდება „მთავრობათაშორისი კონფერენცია გარემოსდაცვითი განათლება მდგრადი განვითარებისთვის – თბილისი+35“, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს 400–მდე დელეგატი, მათ შორის საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამისი  სექტორის მინისტრები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები.  პროექტის პარტნიორები არიან გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია (UNESCO) და გაეროს გარემოს დაცვის პროგრამა (UNEP).

პროექტის ფარგლებში სტუდენტებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა, აქტიურად ჩაერთონ საორგანიზაციო საკითხებში (სტუმრების დახვედრა/გაცილება, რეგისტრაცია, დაგეგმილი ტურების განხორციელებაში მონაწილეობის მიღება და სხვა.).

15 ივნისამდე გასაუბრების საფუძველზე შერჩეული იქნება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 30 სტუდენტი, ისინი სრულყოფილად უნდა ფლობდნენ საკომუნიკაციო ინგლისურს და იყვნენ მოტივირებულნი, ითანამშრომლონ გარემოს დაცვის სამინისტროსთან.

ღონისძიებაში მონაწილე სტუდენტები დაჯილდოვდებიან სპეციალური სიგელით და სიმბოლური საჩუქრებით. საორგანიზაციო ჯგუფის გაცნობის მიზნით სტუდენტებს საშუალება ექნებათ, გაემგზავრონ ექსკურსიაზე, რომლის ხარჯებსაც დაფარავს გარემოს დაცვის სამინისტრო.

აღნიშნულ ღონისძიებასთან დაკავშირებით საკონტაქტო პირად სამინისტრო წარმოგიდენთ კონფერენცია „თბილისი+35“-ის პროექტის ხელმძღვანელს, ქ–ნ ქეთევან ესაკიას.

საკონტაქტო ინფორმაცია: ელ. ფოსტა esakia@moe.gov.ge

                                                 ტელ. : +995 5 91 91 31 27

ბანერები