ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

განცხადება სტუდენტთა სასწავლო კურსებზე რეგისტრაციის შესახებ მეორე და მესამე წლის სტუდენტებისათვის


2009-10 სასწავლო წელი იწყება 28 სექტემბერს.

მეორე და მესამე წლის სტუდენტები, ასევე მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის პირველი წლის სტუდენტები სასწავლო კურსებზე რეგისტრირდებიან არგუსის დახმარებით.

არგუსი არჩევის რეჟიმში გაიხსნება ხუთშაბათს, 24 სექტემბერს, დღის 12 საათისათვის. არგუსი არჩევის რეჟიმში იმუშავებს 10 ოქტომბრის ჩათვლით.

გთხოვთ რეგისტრაციის დაწყებამდე ყურადღებით გაეცნოთ რეგისტრაციის ინსტრუქციას, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტისა და ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტების გვერდებზე „ხშირად დასმულ კითხვებში".

რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ნებისმიერი ადგილიდან ინტერნეტის საშუალებით. ასევე, შეგიძიათ ისარგებლოთ უნივერისტეტის კომპიტერული დარბაზის მომსახურებით. კომპიუტერული დარბაზი იმუშავებს შაბათ დღესაც.

ცხელი ხაზი.
24, 25, 26 სექტემბერს, ასევე შემდეგ კვირაში იმუშავებს ცხელი ხაზი, სადაც შეგიძლიათ დარეკოთ თუ კითხვები გაგიჩნდებათ რეგისტრაციასთან დაკავშირებით.

ცხელი ხაზის ნომრებია:
29-47-12
29-46-12
22-16-37

 

 

 

ბანერები