ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

განცხადება არგუსის არჩევის რეჟიმში ჩართვის შესახებ

განცხადებები

”არგუსი” არჩევის რეჟიმში ჩაირთვება 28 თებერვალს 14 საათისათვის. გაზაფხულის სემესტრი იწყება 5 მარტიდან. სალექციო კურსების არჩევა შესაძლებელი იქნება 17 მარტის ჩათვლით.

გთხოვთ, არგუსის ჩართვამდე მოაწესრიგოთ ფინანსური მხარე. შეგახსენებთ, რომ რეგისტრაციის დაწყების მომენტისათვის, არგუსში გააქტიურებული იქნებიან, მხოლოდ ის სტუდენტები, ვისაც არ აქვს ფინანსური დავალიანება, მათ შორის გადახდილი აქვს გაზაფხულის სემესტრის საფასური, რომელიც ხელშეკრულების თანახმად უნდა დაგეფარათ 1 თებერვლისათვის (ბაკალავრიატი, პროფესიული) და 15 თებერვლისათვის (მაგისტრატურა).

რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ნებისმიერი ადგილიდან ინტერნეტის საშუალებით. ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ უნივერსიტეტის კომპიუტერული აუდიტორიების მომსახურებით:

    აუდიტორია  თარიღი
1  C304  28.02.2012 – 02.03.2012 10:00-18:00
2  C306  28.02.2012 – 02.03.2012 10:00-18:00
3  C317  28.02.2012 – 02.03.2012 10:00-18:00
4  აღმოსავლეთ. ინს. 911 და 908 ოთახი  28.02.2012 – 02.03.2012 10:00-18:00

28 თებერვლიდან იმუშავებს ცხელი ხაზი (კვირის გარდა), სადაც შეგიძლიათ დარეკოთ რეგისტრაციასთან დაკავშირებით:

222-16-21 - არგუსის ადმინისტრატორი (ტექნიკურ პრობლემებთან დაკავშირებით)
222-16-37 - ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით
229-47-12 - სტუდენტთა საინფორმაციო ცენტრი (ბაკალავრიატი, პროფესიული)
223-10-18 - სტუდენტთა საინფორმაციო ცენტრი (მაგისტრატურა, დოქტორანტურა)
229-46-12 - პირველი წლის სტუდენტებისა და ზოგადი მოდულის კოორდინატორი (მაკა პატარიძე)

საბაკალავრო და პროფესიული პროგრამების კოორდინატორებთან შესახვედრად გთხოვთ, ისარგებლოთ წინასწარი ჩაწერის სისტემით - ჩაწერისათვის მიმართეთ სტუდენტთა საინფორმაციო ცენტრს, ოთახი A206.

ბანერები