ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

განათლების პოლიტიკის სფეროში საგრანტო კონკურსი

განცხადებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო პოლიტიკის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამასთან (MPA) არსებული საჯარო პოლიტიკის კვლევისა და ტრენინგების ცენტრი (PPRTC) განათლების პოლიტიკის სფეროში საგრანტო კონკურსს აცხადებს. საგრანტო განაცხადი საქართველოს განათლების სფეროს ნებისმიერ აქტუალურ პრობლემას ან საკითხს უნდა  განიხილავდეს, წარმოადგენდეს ამ საკითხვის სრულფასოვან კვლევას და ანალიზს  და შეიცავდეს პრობლემის გადაჭრის რეალისტურ და კონკრეტულ რეკომენდაციებს.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აულებელია შესაბამისი აპლიკაციის შევსება და პროფესიულ რეზუმესთან ერთად განაცხადში მითითებულ ელექტრონულ ფოსტებზე გადაგზავნა მიმდინარე წლის 28 თებერვლის ჩათვლით.

საჯარო პოლიტიკის კვლევისა და ტრენინგების ცენტრთან (PPRTC) არსებული  მრჩეველთა საბჭო, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ექსპერტებისგან, სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების, საერთაშორისო დონორების და ქართული საჯარო სექტორის წარმომადგენლებისგან შედგება, წარმოდგენილი განაცხადებიდან სამ გამარჯვებულ ავტორს შეარჩევს, რომლებსაც მოეთხოვებათ სამი თვის განმავლობაში (2014 წლის 10 მარტიდან - 12 ივნისის ჩათვლით) მითითებული კვლევის წარმოება.

აღნიშნულ საგრანტო კონკურსი ხორციელდება პროექტის „საჯარო ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის შექმნა“ ფარგლებში, რომელსაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)  დაფინანსებით, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტთან (EWMI) ერთად ახორციელებს.

განათლების სფეროში საგრანტო კონკურსის ანოტაცია
საგრანტო განაცხადის ფორმა

ბანერები