ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

”განათლება სტაბილურობისათვის” - საერთაშორისო ღონისძიება ”

აღნიშნული სამ დღიანი ღონისძიება-სემინარი სახელწოდებით "გამწვანებადი განათლება" მიზნად ისახავს დელეგატებისათვის გარემოს ცვლილების შედეგების გაცნობას და საფეხურეობრივად გავლას იმისა, თუ რა არის აუცილებელი და რა შეუძლიათ მოიმოქმედონ პოლიტიკოსებმა, განათლების ინსტიტუტებმა და განვითარების ორგანიზაციებმა გარემოს დაცვისათვის. ღონისძიებას გააჩნია შემდეგი ძირეული დანიშნულებანი:
• განვითარებად კვალიფიკაციებში განათლების ინსტიტუტების მიერ შესატანი წვლილის, აგრეთვე ცოდნისა და ღირებულებების შესახებ მსჯელობა, რაც ხელს უწყობს ქმედებებს სტაბილური განვითარების მხარდასაჭერად.
• იმ ბიზნეს-გარემოების გაცხადება, რომ "გამწვანებადი განათლება" ყველაფერთან ერთად ეკონომიკურად სიცოცხლისუნარიანი პროექტია. იგი ქმნის ახალ შემოსავლიან შესაძლებლობებს, უქმნის რა ბავშვებსა და სტუდენტებს წარმატებული კარიერის წინაპირობებს და სხვა.

სემინარზე დასწრება შეუძლიათ:

• განათლების პოლიტიკაში მოღვაწე პირებს, მთავრობის წარმომადგენლებს, განვითარების სააგენტოებსა და განათლების მუშაკებს რომლებიც დაინტერესებულნი არიან მყარი პრაქტიკის დანერგვაში;
• საგანმანათლებლო დაწესებულებების მმართველებს;
• სკოლის მასწავლებლებსა და უნივერსიტეტების პედაგოგიურ კოლექტივს;
• განათლების ინსტიტუტების მენეჯერ-ადმინისტრატორებს;
• გარემოს დაცვის სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლებს;
• სტაბილური განვითარების დარგში პროფესიონალებს;

გამომდინარე იქიდან, რომ სემინარში მონაწილეობას მიიღებენ ოფიციალური წარმომადგენლები სხვადასხვა ქვეყნიდან, აგრეთვე პედაგოგები და პრაქტიკანტები, ეს უზრუნველყოფს მათ შორის დაახლოების ბრწყინვალე შესაძლებლობას.
სემინარი ჩატარდება გერმანიის ქალაქ კარლსრუეში. 2009 წლის 30 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით. 3 ოქტომბერს შედგება კულტურული და ღირსშესანიშნაობათა დათვალიერების პროგრამები.

სემინარის ღირებულებაა 765.00 ევრო ლანჩისა და გამაგრილებელი სასმელების ჩათვლით. სასტუმროში ამ ღონისძოებისათვის გაწეულ იქნება განსაკუთრებული შეღავათები.
რეგისტრაციის მსურველებმა უნდა შეავსონ და გააგზავნონ სარეგისტრაციო ფორმა ფაქსითა და ელ-ფოსტით შემდეგ მისამართებზე: ფაქსი: 0049-721-476 89 53 ელ-ფოსტა: mail@etechgermany.com

საკონტაქტო ინფორმაცია: Etech Germany program, Durkheimer str. 24, 76187, Karlsruhe, Germany. Tel: 0049-721-476 89 16

ვრცლად წინამდებარე ღონისძიების შესახებ მიმართეთ უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობების სამსახურს მისამართზე: ქ. ჩოლოყაშვილის 5, ოთახი № 333. ტ: 8 77 23 77 18 (ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა).

 

 

ბანერები