ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

გამოფენა ილიაუნიში

ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ავსტრიული ბიბლიოთეკისა და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ბიბლიოთეკის ერთობლივი პროექტის ფარგლებში გაიხსნა ახალგაზრდა ქართველი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა, რომელიც ეძღვნება ცნობილი ავსტრიელი კომპოზიტორის იოზეფ ჰაიდნის ცხოვრებასა და შემოქმედებას. გამოფენა გაიხსნა 2009 წ. 16 დეკემბერს, აკადემიის საგამოფენო დარბაზში (გრიბოედოვის 22, მეორე სართული). გამოფენის საზეიმო დახურვა და გამარჯვებულთა დაჯილდოვება გაიმართება 23 დეკემბერს, 16.00 სთ. დასწრება თავისუფალია.

საუკეთესო ნამუშევრები 24-25 დეკემბერს გამოიფინება ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ავსტრიულ ბიბლიოთეკაში (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. 3/5).

ბანერები