ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

გამოცდა მობილობით გადმოსული სტუდენტებისთვის

ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურელთათვის ტარდება წერილობითი გამოცდა.
გამოცდა ჩატარდება 2009 წლის 15 ივლისს, 11 საათზე, ჭავჭავაძის ქ. 32-ში.
გამოცდის ხანგრძლივობაა 2 საათი. კანდიდატებმა თან უნდა იქონიონ პირდობის მოწმობა წინასწარი რეგისტრაციის გასავლელად.
გამოცდაზე კანდიდატები დაწერენ ესსეს.
ესსე გამსწორებლებს გადაეცემა ანონიმური სახით.
ესეეს შეფასების პრინციპი:
თემის სათაურთან შესაბამისობა არის ესეს შეფასების წინაპირობა, თუ ესსეს შინაარსი არ შეესაბამება სათაურს ის ვერ შეფასდება.
ესეები, რომლებიც სათაურს შეესაბამება შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:
- არგუმენტირებული მსჯელობის უნარი - 50%
- წერის კულტურა - 50%
შედეგები ცნობილი იქნება 2009 წლის 21 ივლისიდან. გადმოსვლის მსურველებს შედეგების გაგება შეუძლიათ უნივერსიტეტის კანცელარიაში (ჩოლოყაშვილის 3).
აპელაციის ვადები:
სააპელაციო განცხადების შემოტანა შესაძლებელია უნივერსიტეტის კანცელარიაში 2009 წლის 21 ივლისიდან 24 ივლისის ჩათვლით. აპელაციის შედეგების გაგება შესაძლებელია კანცელარიაში 2009 წლის 27 ივლისიდან.



 

ბანერები