ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

ღამის ცის საკუთარი ნათების წითელი 630.0 ნმ ხაზის ინტენსივობის გრძელვადიანი ცვლილებები, როგორც ზედა ატმოსფეროს გლობალური აციების შედეგი”

ხუთშაბათს, 28 მაისს, 15:00 საათზე, ავსტრიული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება სემინარი თემაზე:
" ღამის ცის საკუთარი ნათების წითელი 630.0 ნმ ხაზის ინტენსივობის გრძელვადიანი ცვლილებები, როგორც ზედა ატმოსფეროს გლობალური აციების შედეგი" .

მომხსენებლები: ასოცირებული პროფესორი გოდერძი დიდებულიძე
ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის და მათემატიკის ფაკულტეტი;
საქართველოს ნაციონალური ასტროფიზიკური ობსერვატორია.

მოკლე ანოტაცია

აბასთუმნიდან მიღებული დამწერითი მონაცემების საფუძველზე ნაჩვენებია ღამის ცის საკუთარი ნათების ატომური ჟანგბადის წითელი 630.0 ნმ ხაზის ინტენსივობის გრძელვადიანი ცვლილებების ტრენდის არსებობა. წითელი ხაზის ინტენსივობის ტრენდის მნიშვნელობა ახსნილია იონოსფეროს ფენის გამოშვებით (უარყოფითი ტრენდით), რაც ასევე დაიმზირება თბილისის იონოსფერული სადგურის მონაცემებით. ნაჩვენებია რომ გამოთვლილი ტრენდის მნიშვნელობები მიუთითებენ ზედა ატმოსფეროსა და იონოსფეროში, როგორც გლობალური აციების ასევე დინამიური ცვლილებების შესაძლო არსებობას.

 

 

ბანერები