ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

GameLab Iliauni აცხადებს სტაჟირების პროგრამას

განცხადებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კომპიუტერული თამაშების ლაბორატორია - GameLab Iliauni იწყებს სტაჟირების პროგრამას ვიდეოთამაშებისა და ვირტუალური რეალობის წარმოების დარგში.
პროექტის მიზანია გრაფიკული ვირტუალიზაციის (Oculus rift-ისთვის გრაფიკული მოდელების შექმნა), კომპიუტერული თამაშებისთვის მოდელების შექმნის, კომპიუტერული თამაშის შექმნის პროცესის მენეჯმენტის, თამაშის ტექნიკური ამოცანის შექმნის, კომპიუტერული თამაშების ტურნირების ორგანიზების და კომპიუტერული თამაშების ინდუსტრიასთან დაკავშირებული სხვა საქმიანობის შესწავლით დაინტერესებული პირების პრაქტიკული უნარებით აღჭურვა და, ზოგადად, ზემოთ აღნიშნული სფეროს განვითარება საქართველოში.

სტაჟირების გავლა შეუძლია კონკურსის წესით შერჩეულ ნებისმიერ მსურველს, რომელიც აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნას:

  • სამგანზომილებიანი მოდელირებისა და სტრუქტურირების გამოცდილება/ცოდნა;
  •  სამგანზომილებიანი ვიზუალიზაციის და განათების გამოცდილება;
  • ბიზნესგეგმის ან/და საგრანტო განაცხადის შექმნის გამოცდილება;
  • ჟურნალისტური საქმიანობის გამოცდილება;
  •  ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირების გამოცდილება, ძრავებთან Unity, Unreal მუშაობის გამოცდილება;
  • ციფრული მხატვრობა;
  • board-თამაშებში 2 წელზე მეტი პრაქტიკა;
  •  ანიმაციის ბაზისური პრინციპების ცოდნა.

მსურველებმა ელფოსტაზე - gamelab@iliauni.edu.ge უნდა გამოაგზავნოთ სამოტივაციო წერილი, რომელიც უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

  • ასაკი, მიმდინარე საქმიანობა;
  • სამუშაო გამოცდილება (არსებობის შემთხვევაში);
  • კომპიუტერული თამაშების ინდუსტრიით დაინტერესების მიზეზი;
  • 5 საყვარელი კომპიუტერული ან board-თამაში;
  • კომპიუტერული თამაშების, როგორც ბიზნესინდუსტრიის, პერსპექტივის ხედვა.

 გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ "სტაჟირება".

ბანერები