ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

გაეროს მოდელირება რომში

განცხადებები

გაეროს მოდელირება რომში
2014 წლის 13-17 მარტს რომში


გაერთიანებული ერების მოდელირების ტრეინინგ-პროგრამა საუკეთესო საშუალებაა სტუდენტებისა და ახალგაზრდებისთვის, უკეთ გაეცნონ გაერთიანებული ერების მუშაობის სპეციფიკას, წარმოაჩინონ საკუთარი თავი და ქვეყანა, მიიღონ ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება საჯარო გამოსვლებში, დებატებსა და სხვა სიტუაციურ თამაშებში მონაწილეობით, შეიძინონ ახალი მეგობრები მთელი მსოფლიოდან და მოიპოვონ საერთაშორისო სერთიფიკატი.

პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:

მოტივაციის მქონე დაინტერესებულ პირებს
ბაკალავრიატის სტუდენტებს
მაგისტრატურის სტუდენტებს
დოქტორანტურის სტუდენტებს
მე-12 კლასის მოსწავლეებს

პროექტის მონაწილე საკომუნიკაციო დონეზე უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას.

რეგისტრაციისთვის გთხოვთ, 2013 წლის 15 ნოემბრამდე გადმოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: exchangeprograms@pdcgeo.ge (სათაურის ზოლში მიუთითეთ თქვენი სახელი, გვარი და UN Rome).

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ევროპული ცენტრის სათაო ოფისს:

ევროპული ცენტრი
ქ. თბილისი, კოსტავას 67
ტელ: 568 701177; 2 14 72 70
ელ–ფოსტა: exchangeprograms@pdcgeo.ge
მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ–გვერდს: http://www.pdcgeo.ge
სიახლეები იხილეთ: https://www.facebook.com/www.pdcgeo.ge.Tbilisi

ბანერები