ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

გაცნობითი ტური მთავარ პროკურატურაში

განცხადებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა I და II კურსის სტუდენტებისათვის ატარებს გაცნობით ტურებს სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებში. პროექტის ფარგლებში 2013 წლის 13 ივნისს, საქრთველოს მთავარმა პროკურატურამ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ორგანიზებით მოაწყო ექსკურსია და გაცნობითი ტური   სტუდენტებისთვის.

სტუდენტები შეხვდნენ საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილეს  შოთა რეხვიაშვილს და საქართველოს მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის უფროსს კახაბერ წერეთელს.  მათ პრეზენტაციის სახით  სტუდენტებს გააცნეს პროკურატურის სრუქტურა, დეპარტამენტები და  მათი საქმიანობა. სტუდენტები, ასევე გაეცნენ მიმდინარე პროექტებს, როგორიც არის „განრიდება და მედიაცია“,  „დაზარალებულისა და მოწმის კოორდინატორის სამსახური“. პრეზენტაციის დასასრულს სტუდენტებსა და პროკურატურის წარმომადგენლებს შორის გაიმართა დისკუსია და კითხვა-პასუხის რეჟიმში დასრულდა შეხვედრა.

პრეზენტაციის შემდეგ სტუდენტებმა დაათვალიერეს მთავარი პროკურატურის შენობა, მათ შორის საკონფერენციო და სათათბირო ოთახები, იმიტირებული სასამართლო პროცესების დარბაზები, ასევე, საგამოძიებო განყოფილების სამუშაო ოთახები, სადაც  პროკურორ-გამომძიებლები  აცნობდნენ მათი სამუშაო პროცესების მიმდინარეობას, თუ როგორ ხორციელდება საგამოძიებო მოქმედებები.
მგავსი შეხვედრების შედეგად სტუდენტები პრაქტიკულად გაეცნობიან იმ სახელმწიფო დაწესებულებების მუშაობას და სტრუქტურას, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ქვეყნის მართვაში.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა მომავალშიც გააგრძელებს მსგავსი პროექტების განხორციელებას და შეთავაზებას სტუდენტებისთვის.

ბანერები