ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

ფრიბურგის სტიპენდიები მაგისტრანტებისთვის

განცხადებები

”კავკასიის შვეიცარიული აკადემიური ქსელი" 5-წლიანი პროგრამაა, რომლის მიზანია სამხრეთ კავკასიაში ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების განვითარება. იგი ფინანსდება გებერტ რიუფ ფონდის მიერ და ხორციელდება ფრიბურგის უნივერსიტეტის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ინტერფაკულტეტური ინსტიტუტის მიერ.

პროგრამა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების მიმართულების 4 მაგისტრანტს, რომლებიც სწავლობენ ისტორიის, სოციალური, პოლიტიკური მეცნიერებების, ენებისა და ფილოსოფიის მიმართულების პროგრამებზე შესაძლებლობას აძლევს, გაიარონ ერთსემესტრიანი სასწავლო კურსი (2011 წლის სექტემბერი - 2012 წლის იანვარი) ფრიბურგის უნივერსიტეტში. ფრიბურგის  უნივერსიტეტში  სწავლა მიმდინარეობს გერმანულ და ფრანგულ ენებზე.

კონკურსში მონაწილე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა)უნდა ჰქონდეს ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ჰუმანიტარულ ან სოციალურ მეცნიერებათა დარგში და ამჟამად უნდა ირიცხებოდეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული/სოციალური დარგის სამაგისტრო პროგრამებზე;
ბ)უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე;
გ)უნდა ფლობდეს  გერმანულ ან ფრანგულ ენას.

საჭირო საბუთები:
ა) სამოტივაციო წერილი (ხელმოწერილი)
ბ)შევსებული სააპლიკაციო ფორმა(ხელმოწერილი)
გ) ბაკალავრის დიპლომისა და ნიშნების ფურცლის ასლი.
დ)ავტობიოგრაფია ჩაკრული სურათით(პასპორტის სურათი)
ე)ენის ცოდნის დამადასტურებელი საბუთი(ასეთის არსებობის შემთხვევაში)
დ)შევსებული შეთანხმების დოკუმენტი.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ზემოაღნიშნული მიმართულებების პროგრამების ყველა მაგისტრანტს, გარდა იმ სტუდენტებისა,  რომლებიც 2011 წლის საშემოდგომო სემესტრის ბოლოს მე-4 სემესტრს ხურავენ. ფრიბურგის უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში მაგისტრანტებმა უნდა დააგროვონ  20- დან 30 კრედიტამდე.

გთხოვთ, იხილოთ სააპლიკაციო ფორმა გერმანულსა და ფრანგულ ენებზე. შევსებული აპლიკაციები, შეთანხმების დოკუმენტი და ყველა სხვა საჭირო საბუთი, რომელთა ჩამონათვალი მოცემულია სააპლიკაციო ფორმაში, ორ ეგზემპლარად (ნაბეჭდი სახით) და ელექტრონულად (ყველა საბუთი დასკანერებული, საჭირო ხელმოწერებით,ერთ pdf ფაილად, კომპაქტ-დისკზე) უნდა ჩაბარდეს ”კავკასიის შვეიცარიული აკადემიური ქსელის” საქართველოს საკოორდინაციო სამსახურს ქვემოთ მოცემულ მისამართზე:

დეტალური ინფორმაცია, სააპლიკაციო ფორმა და შეთანხმების  დოკუმენტი იხილეთ პროგრამის ვებგვერდზე: http://ascn.ch/en/grants_scholarships/exchange-semester.html
ან ქვემოთ მოცემულ დანართებში.

საბუთების შემოტანის ბოლო ვადაა 2011 წლის 31 იანვარი. შედეგები გამოცხადდება 2011 წლის აპრილის შუა რიცხვებში.

საკონტაქტო ინფორმაცია:
ASCN პროგრამის საქართველოს საკოორდინაციო სამსახური:
თიკო ქადაგიშვილი - პროექტის ასისტენტი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
ჩოლოყაშვილის 3/5
ოთახი № F 408
ტელ.: 877 55 33 16
ელ ფოსტა: tiko_kadagishvili@iliauni.edu.ge
ვებ-გვერდი: www.ascn.ch

სააპლიკაციო ფომა იხ. მიმაგრებულ დოკუმენტში. >> გერმანულად, ფრანგულად, შეთანხმების დოკუმენტი.

ბანერები