ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

ფრიბურგის (შვეიცარია) უნივერსიტეტის სტიპენდიები მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისთვის

11 თებერვალს, 18 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება პროგრამა "კავკასიის შვეიცარული აკადემიური ქსელის" (Academic Swiss Caucasus Net) პრეზენტაცია, რომლის ფარგლებშიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების მიმართულების მაგისტრანტები ერთსემესტრიან დაფინანსებას მიიღებენ ფრიბურგის უნივერსიტეტში სასწავლებლად, ხოლო დოქტორანტებს შესაძლებლობა მიეცემათ მოკლევადიანი გრანტი მოიპოვონ შვეიცარიის უნივერსიტეტებში.

უნივერსიტეტის მაგისტრანტებს და დოქტორანტებს საშუალება ექნებათ დეტალური ინფორმაცია მიიღონ ASCN პროგრამისა და მის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების შესახებ.

პრეზენტაციას გააკეთებს პროგრამის კოორდინატორი, დენის დაფლონი.

მისამართი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჭავჭავაძის გამზ. 32, აუდიტორია №101.

ბანერები