ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

ფოტოკონკურსი: ილიაუნის ბაკალავრები-2010

განცხადებები

ყოველი წლის ივნისის ბოლო შაბათს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში იმართება ბაკალავრების სწავლის დამთავრების საზეიმო ცერემონიალი. წელს ეს ღონისძიება 26 ივნისს, დილის 10:00-დან 12:00 საათამდე, A კორპუსის წინ გაიმართება.

ილიას სახელმწფიო უნივერსიტეტი აცხადებს ამ ღონისძიების ამსახველი 3 საუკეთესო ფოტოსურათის კონკურსს სტუდენტებისათვის.

მთავარი პრიზი, სხვა სასიამოვნო ჯილდოებთან ერთად, არის ერთთვიანი ანაზღაურებადი სტაჟირება საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

გამოიჩინეთ კრეატიულობა და პროფესიონალიზმი!

სურათების ელექტრონულ ფორმატში წარდგენის ბოლო ვადაა - 29 ივნისის 18:00 საათი.

ნამუშევრები გამოაგზავნეთ შემდეგ მისამართზე:  photo2010@iliauni.edu.ge

განაცხადება უნდა შეიცავდეს სახელს და გვარს, საკონტაქტო მონაცემებს (ელ-ფოსტა, მობილური ტელეფონის ნომერი) და მაქსიმუმ 3 სურათს jpg ფორმატში. გამარჯვებული ავტორები და დაჯილდოების დრო და ადგილი ამა წლის 2 ივლისს გახდება ცნობილი. დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვწერეთ მისამართზე: pr@iliauni.edu.ge

ბანერები