ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი აცხადებს სადოქტორო პროგრამებზე მიღებას

ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი აცხადებს მიღებას შემდეგ სადოქტორო პროგრამებზე:
- პოლიტიკის მეცნიერება (საჯარო პოლიტიკა, შედარებითი პოლიტოლოგია)
- საერთაშორისო ურთიერთობები და უსაფრთხოების კვლევევები
- სოციოლოგია და დემოგრაფია
- ფილოსოფია
საბუთების მიღება იწარმოებს 2009 წლის 15 ივნისიდან 26 ივნისის ჩათვლით.
დოქტორანტში სწავლის მსურველმა ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანატში (ჩოლოყაშვილის 3-5, ოთახი 428, ტელ.: 220648) უნდა წარმოადგინოს:
- განცხადება დეკანის სახელზე
- მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხის ფლობის დამადასტურებელი საბუთი
- პირადობის მოწმობის ასლი
- 2 ფოტოსურათი
- ესე (დაახლოებით 300 სიტყვა) თემაზე, რომელიც კანდიდატის კვლევით ინტერესებს ეხება
- ავტობიოგრაფია (CV)

ერთიანი გამოცდა უნარებში ჩატარდება 8 და 10 ივლისს

უნარების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, კანდიდატი გაივლის ტესტირებას ინგლისურ ენაში (თარიღი დამატებით გახდება ცნობილი). ინგლისური ენის ტესტისაგან თავისუფლდებიან კანდიდატები, რომლებიც წარმოადგენენ სერტიფიკატს, რომელიც ადასტურებს ინგლისური ენის სასურველ დონეზე ცოდნას (არანაკლებ B2 დონეზე), ასევე კანდიდატები, ვისაც ინგლისურ ენაზე აქვს გავლილი ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის სრული ან არასრული კურსი ევროპაში და/ან აშშ-ში. ტესტისაგან ასევე თავისუფლდებიან ინგლისური ენის დიპლომირებული სპეციალისტები.

ფაკულტეტის სადისერტაციო და სამაგისტრო კომისია იღებს გადაწყვეტილებას დოქტორანტის მიღების თაობაზე კანდიდატთან გასაუბრების შემდეგ. გასაუბრების თარიღი დამატებით გახდება ცნობილი.
სადოქტორო პროგრამაში სწავლა უფასოა.

 

ბანერები