ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

ფენტეზის ჟანრის საუკეთესო ლექსი

განცხადებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და სემიოტიკის კვლევითი ცენტრი

აცხადებს კონკურსს:

ფენტეზის ჟანრის საუკეთესო ლექსი

დავალება: ფენტეზის ჟანრის ნახატზე (რომელიც ქვემოთ არის წარმოდგენილი) უნდა შექმნათ ფენტეზის ჟანრის ლექსი.მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ ავტორს, ვისაც ამის სურვილი აქვს.კონკურსი გამოცხადდა 15 ივნისს და ტექსტის წარმოდგენის ბოლო ვადაა 30 ივნისის 6 საათი.პოეტური ტექსტი უნდა გამოგზავნოთ მისამართზე: semiotics@iliauni.edu.ge კომპეტენტური ჟიური გამოავლენს ერთ საუკეთესო ლექსს. უნივერსიტეტმა დააწესა ერთი პრემია: 500 ლარი, რომელიც გდაეცემა გამარჯვებულს.დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება ივლისის დასაწყისში.

საუკეთესო ტექსტები კი ცალკე თავად შევა ფენტეზის ჟანრის პოეზიის კრებულში, რომელსაც ამზადებს სემიოტიკის კვლევითი ცენრტი და რომელიც შემოდგომაზე გამოიცემა.

მეტი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით: ცირა ბარბაქაძეს და ნატო დავითაშვილს, ან მოგვწერეთ მითითებულ მეილზე.

გისურვებთ წარმატებებს!

ბანერები