ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

ევროპის ღია დღეები

განცხადებები

2010 წლის 4-7 ოქტომბერს ქ. ბრიუსელში გაიმართება რიგით მე-8 ღონისძიება “ევროპის ღია დღეები”, რომელიც 6000-მდე მონაწილეს გააერთიანებს.

“ევროპის ღია დღეები”-ის ფარგლებში დაგეგმილია 130-ზე მეტი სემინარი, ვორქშოფი, გამოფენა, დებატები, რომლებშიც მონაწილეობას მიიღებენ წარმომადგენლები 244 რეგიონიდან და ქალაქიდან, 30 კერძო კომპანიიდან, ბანკებიდან, ასოციაციებიდან და აკადემიური ორგანიზაციებიდან ევროპის მასშტაბით.

გარდა ამისა, სექტემბრის, ოქტომბრის და ნოემბრის განმავლობაში ევროკავშირის ქვეყნებსა და მის საზღვრებს გარეთ კიდევ 260 ადგილობრივი ღონისძიება არის დაგეგმილი.

“2010 წლის ევროპის ღია დღეებისათვის” განსაზღვრულია კონკრეტული თემატიკა, რომელიც სამ ძირითად მიმართულებაში ერთიანდება:
•    კონკურენტუნარიანობა
•    თანამშრომლობა
•    დაახლოების პოლიტიკა

თბილისმა წელს პირველად გამოთქვა მზადყოფნა მონაწილეობა მიიღოს “2010 წლის ევროპის ღია დღეებში“, რის ფარგლებშიც 2010 წლის 20 ოქტომბერს ჩატარდება ადგილობრივი ღონისძიება სახელწოდებით “ევროპა ჩემს ქალაქში: თბილისის კონკურენტული უპირატესობები”.

“2010 წლის ევროპის ღია დღეების” აღნიშნული პრიორიტეტებიდან გამომდინარე დისკუსიის წამყვანი თემა იქნება კონკურენტუნარიანობა.

ღონისძიების ფარგლებში სტუდენტებს (დოქტორანტებს, მაგისტრანტებსა და III-IV კურსის ბაკალავრებს) თბილისში მოქმედი უნივერსიტეტებიდან შესაძლებლობა მიეცემათ ჩაერთონ ღია დისკუსიაში მრგვალი მაგიდის ირგვლივ და წარმოადგინონ საკუთარი ხედვა თუ რეკომენდაციები თბილისის კონკურენტული უპირატესობების შესახებ ევროპის მასშტაბით.

მომხსენებლებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ შემდეგ თემებზე:
•    თბილისის, როგორც ევროპის ნაწილის ფუნქციები
•    ქალაქის დამკვიდრება საერთაშორისო არენაზე
•    თბილისის კონკურენტი/პარტნიორი ქალაქების განსაზღვრა

მონაწილეებმა პრეზენტაციები უნდა წარმოადგინონ PowerPoint-ის ფორმატში. პრეზენტაცია შესაძლოა მომზადდეს როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენაზე და მისი ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 7 წუთს.

ღონისძიება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქალაქის ახალი მარკეტინგის სტრატეგიის განხორციელებას, რომელიც ქალაქ თბილისის მერიის მიერ ახლახანს იქნა ინიცირებული.

მრგვალ მაგიდას უმასპინძლებს ქალაქი თბილისი. დისკუსიას წარუძღვებიან: ქალაქ თბილისის მერია, ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლობა საქართველოში, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ევროპის და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში.

ღონისძიების დასკვნით ნაწილში სტუდენტებს გადაეცემათ მონაწილეობის დამადასტურებელი სერთიფიკატები და მათი ნაშრომები/პრეზენტაციები “2010 წლის ევროპის ღია დღეების” ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსდება.

ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ გამოგვიგზავნოთ შევსებული სარეგისტრაციო ფორმა 30 სექტემბრამდე და პრეზენტაციები 10 ოქტომბრამდე ელ-ფოსტის მისამართზე: maya@iliauni.edu.ge

პროგრამის კოორდინატორებთან შეხვედრა გაიმართება 2010 წლის 28 სექტემბერს 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, აუდიტორია ა 101, ჭავჭავაძის #32.

სარეგისტრაციო ფორმა იხ. მიმაგრებულ დოკუმენტში.>>

პრეზენტაციის ნიმუში იხ. მიმაგრებულ დოკუმენტში >> ქართულად, ინგლისურად.

ბანერები