ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

ეთნოლოგიური სამეცნიერო კონფერენცია

განცხადებები

2014 წლის 18-19 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდება მეორე ეთნოლოგიური სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: “ქართული სიტყვიერი და მუსიკალური ფოლკლორის ურთიერთმიმართების საკითხები”. ღონისძიება ეძღვნება ცნობილი ქართველი ეთნოლოგ-ფოლკორისტების - ზურაბ კიკნაძის დაბადებიდან 80 წლისა და იოსებ ჟორდანიას დაბადებიდან 60 წლის იუბილეს. კონფერენციის ორგანიზატორები არიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეთნოლოგიისა და მუსიკის მიმართულებები.

კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტი (ზურაბ კიკნაძე, მარინა ადამია, პაატა ბუხრაშვილი, ნინო აბაკელია, თამაზ გაბისონია) მონაწილეობისთვის იწვევს ქართული ეთნოკულტურის (ეთნოლოგია, ფოლკლორისტიკა, ეთნომუსიკოლოგია) მკვლევრებს. მონაწილეობის მსურველებს ვთხოვთ, ამის შესახებ შეგვატყობინონ 10 აპრილამდე; ხოლო თეზისები (ქართულსა და ინგლისურ ენებზე) გამოგვიგზავნონ არაუგვიანეს 10 მაისისა შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ethnoconference@iliauni.edu.ge
 
კონფერენციას დაეთმობა ორი სამუშაო დღე. მოხსენების რეგლამენტი: თითო გამომსვლელი - 25 წუთი (15 წუთი მოხსენება, 10 წუთი - დისკუსია).
კონფერენციის სამუშაო ენებია ქართული და ინგლისური. მოხსენებები გამოქვეყნდება. 2012 წლის ანალოგიური კონფერენციის („არქაული ელემენტები საქართველოს მთის ეთნოკულტურაში“) მოხსენებათა კრებული უკვე გამოცემის სტადიაშია.
 
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ:

თამაზ გაბისონია (593 181 000)
ზურაბ კიკნაძე (599 233 678)

ბანერები