ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

ეთნოლოგიური სამეცნიერო კონფერენცია

განცხადებები

2012 წლის 14-15 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდება ეთნოლოგიური სამეცნიერო კონფერენცია "ქართული ეთნოკულტურის საკითხები" თემაზე: "არქაული ელემენტები საქართველოს მთის ეთნოკულტურაში". კონფერენციის ორგანიზატორები არიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული მეცნიერებებისა და მუსიკის მიმართულებები. იგეგმება ამ ღონისძიების ყოველწლიურად, განსხვავებული თემატიკით ჩატარება.

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად საორგანიზაციო კომიტეტი იწვევს ქართული ეთნოკულტურის (ეთნოლოგია, ფოლკლორისტიკა) მკვლევრებს. დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, შეგვატყობინონ კონფერენციაში მონაწილეობის სურვილის შესახებ არაუგვიანეს პირველი მარტისა; ხოლო თეზისები (ქართულ და ინგლისურ ენებზე) გამოგვიგზავნონ არაუგვიანეს 15 აპრილისა შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ethnoconference@iliauni.edu.ge

კონფერენციას დაეთმობა ორი სამუშაო დღე. პირველ დღეს გაიმართება სამეცნიერო სესია, ხოლო მეორე დღეს _ მრგვალი მაგიდა. მოხსენების რეგლამენტი: თითო გამომსვლელი _ 25 წუთი (15 წუთი მოხსენება, 10 წუთი _ დისკუსია).

კონფერენციის სამუშაო ენებია ქართული და ინგლისური. მოხსენებები და მრგვალი მაგიდის მასალები გამოქვეყნდება.

ეთნოგრაფიული კონფერენციის საორგანიზაციო ჯგუფი: ზურაბ კიკნაძე, მარინე ადამია, პაატა ბუხრაშვილი, ნინო აბაკელია, თამაზ გაბისონია, ნინო რაზმაძე.
 
დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ: 593181000 (თამაზ გაბისონია); 599233678 (ზურაბ კიკნაძე); 593222936 (ნინო რაზმაძე).

ბანერები