ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

ესპანური ენის (DELE) საერთაშორისო გამოცდა

განცხადებები

ესპანურის, როგორც უცხო ენის (DELE) საერთაშორისო გამოცდა ჩატარდება 2012 წლის 9 ნოემბერსა და 10 ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელიც არის ესპანურის, როგორც უცხო ენის (DELE) დიპლომის საგამოცდო ცენტრი.

გამოცდაზე გასვლის მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია 2012 წლის 2 ოქტომბრიდან 9 ოქტომბრის ჩათვლით შემდეგი გრაფიკის დაცვით: ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი 9:00–დან 12:00 საათამდე, შაბათი 10:00–16:00 საათამდე მისამართზე ჩოლოყაშვილის გამზირი 3–5, ოთახი E 228.

ესპანური ენის (DELE) საერთაშორისო გამოცდაზე გასვლის ფასები ენის ცოდნის დონის მიხედვით არის შემდეგნაირი:
დონე A1––71 ლარი
დონე A2––77 ლარი
დონე B1––81 ლარი
დონე B2––123 ლარი
დონე C1–– 142 ლარი
დონე C2––156 ლარი

გამოცდაზე გასვლის მსურველებმა რეგისტრაციის ადგილზე უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფურცელი და წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) პირადობის მოწმობის ან პასპორტის ორიგინალი  და ასლი;
ბ) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზისბანკის ანგარიშზე N:GE55BS0000000000134585 გამოცდაზე დარეგისტრირებისთვის ზემოთ

მითითებული გამოცდის დონის შესაბამისი თანხის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

ბრძანება სრულად იხ. მიმაგრებულ დოკუმენტში.>>

ბანერები