ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

ესეების კონკურსი „შავი ზღვის რეგიონი 20 წლის შემდეგ“

განცხადებები

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) 20 წლის თავთან დაკავშირებით გამოცხადდა სტუდენტური ესების კონკურსი თემაზე:

„შავი ზღვის რეგიონი 20 წლის შემდეგ“.

კონკურსი ტარდება შავი ზღვის უნივერსიტეტების ქსელთან (BSUN) თანამშრომლობით.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის წევრ ქვეყნებში არსებული აკრედიტებული უნივერსიტეტების სტუდენტებს.  მონაწილის ასაკი უნდა იყოს 18 წლიდან 30 წლამდე.

ესების ატვირთვის ბოლო ვადაა 2013 წლის 28 თებერვალი.

ზოგადი წესები:


    ესე უნდა შეადგენდეს 2500-3000 სიტყვას;
    უნდა იყოს წარმოდგენილი ინგლისურ ენაზე;
    დაცული უნდა იყოს ციტირების წესები;
    ესე უნდა წარმოადგენდეს ორიგინალურ, გამოუქვეყნებელ ნაშრომს;
    თანაავტორობა დაუშვებელია.

გაგზავნის წესები:


    მონაწილე უნდა დარეგისტრირდეს ვებ-გვერდზე http://www.bsun.org/PABSEC_Essay_Competition/?task=register  და შემდეგ ატვირთოს ესე.
    თუ ესე არის 2500 სიტყვაზე ნაკლები ან 3000 სიტყვაზე მეტი, ავტომატურად დისკვალიფიცირდება.
    ელექტრონული ფოსტით გაგზავნილი ესე არ მიიღება.

 გამარჯვებულების შერჩევა:


ესეები შეფასდება თითეული წევრი ქვეყნის ეროვნული კომიტეტის მიერ 2013 წლის 1-ელ მაისამდე.
გამარჯვებულები (ერთი გამარჯვებული თითო ქვეყნიდან) მიწვეული იქნებიან PABSEC-ის სამიტზე, სადაც მათ გადაეცემათ დიპლომები. სამიტი 2013 წლის მაისში ან ივნისში გაიმართება.
გამარჯვებულის მგზავრობის, საცხოვრებელ და დღიურ ხარჯებს დაფარავს PABSEC.
გამარჯვებული 12 ესე გამოქვენდება 20 წლის თავისადმი მიძღვნილ  სპეციალურ გამოშვებაში, ასევე საერთაშორისო ჟურნალის „Letters of Black Sea” სპეციალურ გამოშვებაში.

 დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ვებ-გვერდი: http://www.bsun.org/PABSEC_Essay_Competition/

ბანერები