ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

ერთსემესტრიანი სასწავლო პროგრამა ფრიბურგის(შვეიცარია) უნივერსიტეტში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრანტებისთვის

კავკასიის შვეიცარული აკადემიური ქსელი" 5-წლიანი პროგრამაა, რომლის მიზანია სამხრეთ კავკასიაში ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების განვითარება. იგი ფინანსდება გებერტ რიუფ ფონდიდან და ხორციელდება ფრიბურგის უნივერსიტეტის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ინტერფაკულტეტური ინსტიტუტის მიერ.


პროგრამა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული და სოციალური დარგის 4 მაგისტრანტრანტს შესაძლებლობას აძლევს, გაიარონ ერთსემესტრიანი სასწავლო კურსი (2010 წლის სექტემბერი - 2011 წლის იანვარი) ფრიბურგის უნივერსიტეტიში. აღნიშნულ ფაკულტეტზე სწავლა მიმდინარეობს გერმანულსა და ფრანგულ ენებზე.


კონკურსში მონაწილე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

უნდა ჰქონდეს ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ჰუმანიტარულსა ან სოციალურ მეცნიერებათა დარგში და ამჟამად უნდა სწავლობდეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული/სოციალური დარგის სამაგისტრო პროგრამაზე;

უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე;

უნდა იცოდეს გერმანული ან ფრანგული ენა.

გთხოვთ, იხილოთ სააპლიკაციო ფორმა გერმანულსა და ფრანგულ ენებზე. შევსებული აპლიკაციები და ყველა საჭირო საბუთი ორ ეგზემპლარად (ნაბეჭდი სახით) და ელექტრონულად (კომპაქტ-დისკზე) უნდა ჩაბარდეს ASCN პროგრამის საქართველოს საკოორდინაციო სამსახურს, ასევე გამოიგზავნოს ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე: tiko_kadagishvili@iliauni.edu.ge


ASCN პროგრამის საქართველოს საკოორდინაციო სამსახური:
თინათინ ქადაგიშვილი - პროექტის ასისტენტი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
ჩოლოყაშვილის 3/5
ოთახი # F 302
ტელ: 877 55 33 16
ელ ფოსტა: tiko_kadagishvili@iliauni.edu.ge

სააპლიკაციო ფორმა ფრანგული

ASCN Learning Agreement

სააპლიკაციო  ფორმა გერმანული


ბანერები