ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელი უფასო კურსი ილიაუნიში

განცხადებები

აბიტურიენტთა საყურადღებოდ! 
ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელი უფასო კურსი ილიაუნისგან.

ახლოვდება ერთიანი ეროვნული გამოცდები. ილიაუნი გაძლევს შესაძლებლობას: 

• კიდევ ერთხელ გადაამოწმო, რამდენად კარგად ხარ მომზადებული გამოცდისთვის.
• ჩვენთან გაიარო უფასო ინტენსიური კურსი, რომელიც მოგეხმარებათ გამოცდების წარმატებით ჩაბარებაში.

კურსის შექმნისას ჩვენ ვიხელმძღვანელეთ იმ პრობლემებით, რომელსაც ყველაზე ხშირად აწყდებიან აბიტურიენტები გამოცდებზე, და გავაანალიზეთ წინა წლებში ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომები.

ხშირია შემთხვევა, როცა აბიტურიენტი კარგად არის მომზადებული გარკვეულ დისციპლინებში, მაგრამ სასურველ შედეგს ვერ აღწევს გამოცდაზე. ამის მიზეზი ის არის, რომ მზადების პროცესში საკმარისი ყურადღება არ ეთმობა ტესტური დავალებების ტიპებისა და იმ პრინციპების ახსნას, რომელთაც ეს დავალებები ეფუძნება. არადა, საკმარისია, იცოდე პრინციპი და ტერსტურ დავალებას ზედმეტი დროისა და ენერგიის დაკარგვის გარეშე ამოხსნი,  წარმატებით ჩააბარებ გამოცდას.
ილიაუნის მოსამზადებელი კურსი ორი მოდულისგან შედგება:
მოდული 1 - ზოგადი უნარების გამოცდისთვის მოსამზადებელი ინტენსიური კურსი
მოდული 2 - ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდისთვის მოსამზადებელი ინტენსიური კურსი

შესაძლებელია, როგორც ერთი, ასევე, ორივე მოდულის გავლა. თითოეული მოდულის გავლის შემდეგ, მიიღებთ მოდულის შესაბამის სერტიფიკატს.

თითოეული მოდულის ხანგრძლივობა 3 საათია. მეცადინეობები ჩატარდება საღამოობით (18:00-დან 21:00 საათამდე) ან უქმე დღეებში (12:00 – 15:00 საათამდე), მაისიდან ივნისის ბოლომდე.

მეცადინეობებზე გავარჩევთ დავალებებს და ამოცანების ამოხსნის ხერხებს, ათვისებული მიდგომების გამოყენებით კი თავად (ტრენერის დახმარებით) ამოხსნით მსგავს ამოცანებს.

თუ გსურთ კურსის გავლა, შეავსეთ მარტივი სარეგისტრაციო ფორმა და ჩვენ დაგიკავშირდებით.

ილიაუნი გისურვებთ წარმატებებს.
დამატებითი ინფორმაციისთვის:
pr@iliauni.edu.ge

ბანერები