ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელი კურსი - მოდული 2

განცხადებები

მოდული 2 - ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდისთვის მოსამზადებელი ინტენსიური კურსი აბიტურიენტებისათვის

მოდულის მიზანია, გაგაცნოთ ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტის უმოკლეს დროში ეფექტურად შესრულების სტრატეგიები.

მოდული მოიცავს შემდეგ კომპეტენციებს:
ტექსტის რედაქტირება
გავრცელებული და ტიპური შეცდომების ანალიზის გზით დაეუფლებით ტექსტის რედაქტირების პრინციპებსა და სტრატეგიებს.
არგუმენტირებული ესე
გაეცნობით არგუმენტირებული ესეს სტრუქტურულ მახასიათებლებს, არგუმენტებისა და კონტრარგუმენტების ჩამოყალიბებისა და აკადემიური წერისთვის შესაფერისი სტილის შერჩევის წესებს.
მხატვრული ტექსტის ანალიზი
მხატვრული ტექსტის გააზრებისა და მხატვრულ-გამომსახველობითი საშუალებების ანალიზის სტრატეგიების გამოყენებით ისწავლით წერილობითი ნაშრომის შექმნას, მოსაზრებების არგუმენტირებას, ადეკვატური ციტირების პრინციპებსა და გრამატიკული შეცდომების თავიდან აცილების გზებს.

მოდულის ხანგრძლივობა: 3 საათი
მოდულის გავლის შემდეგ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისგან მიიღებთ შესაბამის სერტიფიკატს.
თუ გსურთ მოდულის გავლა, შეავსეთ მარტივი სარეგისტრაციო ფორმა და ჩვენ დაგიკავშირდებით.

დამატებითი ინფორმაციისთვის:
pr@iliauni.edu.ge


ბანერები