ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელი კურსი - მოდული 1

განცხადებები

მოდული 1  - ზოგადი უნარების გამოცდისთვის მოსამზადებელი ინტენსიური კურსი აბიტურიენტებისათვის

მოდულის მიზანია, გაგაცნოთ ზოგადი უნარების გამოცდაზე გამოყენებული (GRE) ტიპის ტესტის უმოკლეს დროში ეფექტურად შესრულების სტრატეგიები.
მოდული მოიცავს შემდეგ კომპეტენციებს: 
ვერბალური ნაწილი:

ანალოგიები; წინადადებების შევსება
რთული მაგალითების გაანალიზებით დაეუფლებით მსგავსი დავალებების შესრულების ტექნიკას.
• ლოგიკა
ტრენერის დახმარებით აითვისებთ ტესტის შემადგენლობაში არსებული ყველა ტიპის ლოგიკური ამოცანის ამოხსნის სტრატეგიას.
• წაკითხულის გააზრება
გაეცნობით ტექსტის სწრაფად და ეფექტურად დამუშავების სტრატეგიებს, ტიპური მაღალი სირთულის ტექსტებს და კითხვებზე სწორი პასუხის მიგნების საშუალებებს.
მათემატიკური ნაწილი:
•  რაოდენობრივი შედარება
• ამოცანები
• მონაცემთა საკმარისობა
• მონაცემთა ანალიზი
მოდულის ხანგრძლივობა: 3 საათი
მოდულის გავლის შემდეგ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისგან მიიღებთ  შესაბამის სერტიფიკატს.
თუ გსურთ მოდულის გავლა, შეავსეთ მარტივი სარეგისტრაციო ფორმა და ჩვენ დაგიკავშირდებით.

დამატებითი ინფორმაციისთვის:
pr@iliauni.edu.ge

ბანერები