ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

ერაზმუს მუნდუსის საინფორმაციო შეხვედრა

განცხადებები

2012 წლის 12 ნოემბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში (გ. წერეთლის 2, ყოფილი ენციკლოპედიის შენობა) გაიმართება Erasmus Mundus-ის მეორე აქტივობის პროექტის MID საინფორმაციო შეხვედრა.

შეგახსენებთ, რომ პრორგამა გულისხმობს ბაკალავრების, მაგისტრანტების, დოქტორანტების, პოსტდოქტორანტებისა და აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის მობილობას ევროპული ქვეყნების შემდეგ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში:

- ტურკუს უნივერსიტეტი, ფინეთი - გრანტის მფლობელი და კოორდინატორი
- სალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტი, საბერძნეთი
- ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი, გერმანია
- ალგარვეს უნივერსიტეტი, პორტუგალია
- ბოლონიის უნივერსიტეტი, იტალია
- ბორდოს უნივერსიტეტი 1, საფრანგეთი
- დეუსთოს უნივერსიტეტი, ესპანეთი
- ვილნიუსის უნივერსიტეტი, ლიტვა
- ვარშავის ეკონომიკური სკოლა, პოლონეთი

კონკურსში გამარჯვებულებს პროგრამის ფარგლებში დაენიშნებათ სტიპენდია. ამასთანავე, პროგრამა ანაზღაურებს მგზავრობისა და მასთან დაკავშირებულ ხარჯებს, ფარავს მობილობის პერიოდში დაზღვევისა და სწავლების/კვლევის საფასურს.
განაცხადების მიღება ხდება ელექტრონულად. კონკურსში მონაწილეთა შერჩევა მოხდება წარდგენილი საბუთების საფუძველზე.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2012 წლის 13 დეკემბერი.

პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულებზე:

http://www.iliauni.edu.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=900&info_id=8514 ან
http://www.utu.fi/sivustot/mid/project/


დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ:
ტელ: 214 13 88
ელ-ფოსტა: mid@iliauni.edu.ge

ბანერები