ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

ერაზმუს მუნდუსის გაცვლითი პროგრამა IANUS, IANUS II

განცხადებები

გამოცხადდა კონკურსი ერაზმუს მუნდუსის (Erasmus Mundus) აქტივობის პროექტებში IANUS და IANUS II.

ერაზმუს მუნდუსი (Erasmus Mundus) არის თანამშრომლობისა და მობილობის პროგრამა უმაღლესი განათლების სფეროში, რომელიც მიმართულია ევროპული უმაღლესი საგანმანათლებლო სისტემის ხარისხის გაუმჯობესებისკენ და ხელს უწყობს დიალოგსა და ურთიერთგაგებას ხალხსა და კულტურებს შორის მესამე ქვეყნებთან თანამშრომლობის საფუძველზე.

პროგრამა მოიცავს სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მობილობას ევროპული ქვეყნების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. პროექტების ფარგლებში სრულად ფინანსდება ბაკალავრების, მაგისტრების, დოქტორანტების, პოსტდოქტორანტებისა და აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის (ტრენინგი, სწავლება, კვლევა) მობილობა პარტნიორ ევროპულ უნივერსიტეტებში.

განაცხადების მიღება ორივე პროექტის ფარგლებში გაგრძელდება 2014 წლის 20 თებერვლამდე.

დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ იხილოთ პროექტების ვებგვერდები:

IANUS - http://ianus.uaic.ro/ianus/;
IANUS II - http://ianus.uaic.ro/ianusII/.

ბანერები