ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

ერაზმუს მუნდუსის გაცვლითი პროგრამა HUMERIA

განცხადებები

ერაზმუს მუნდუსის გაცვლითი პროგრამა HUMERIA აცხადებს კონკურსს სტუდენტების, მკვლევრებისა და აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალისათვის ევროპის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის, კვლევისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით სტიპენდიის მოსაპოვებლად.

მობილობის განხორციელება შესაძლებელია შემდეგ უნივერსიტეტებში:
1. ტალინის უნივერსიტეტი, ესტონეთი
2. ბრატისლავას საშემსრულებლო ხელოვნების აკადემია, სლოვაკეთი
3. ბაბეშ-ბოიაის უნივერსიტეტი, რუმინეთი
4. გრონინგენის უნივერსიტეტი, ნიდერლანდები
5. ლუნდის უნივერსიტეტი, შვედეთი
6. მასარიკის უნივერსიტეტი, ჩეხეთი
7. ტუშას უნივერსიტეტი, იტალია
8. იასის ხელოვნების უნივერსიტეტი, რუმინეთი

პროგრამა სრულად ფარავს სწავლის, მგზავრობის, დაზღვევის ხარჯებს და უზრუნველყოფს კონკურსში გამარჯვებულს ყოველთვიური სტიპენდიით:

ბაკალავრი - 1000 ევრო
მაგისტრანტი - 1000 ევრო
დოქტორანტი - 1500 ევრო
პოსტდოქტორანტი - 1800 ევრო

აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალი - 2500 ევრო

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:
- საქართველოს მოქალაქეებს;
- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის სტუდენტებს;
- საქართველოს ყველა აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის სტუდენტებს;
- მათ ვისაც, დამთავრებული აქვს საბაკალავრო საფეხური და ამჟამად არ ირიცხება სტუდენტად არც ერთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში;
- საქართველოს ყველა აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დოქტორანტურის სტუდენტებს;
- საქართველოს ყველა აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პოსტ-დოქტორანტებს;
- საქართველოს ყველა აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს.

კონკურსში მონაწილეობის უფლება არ აქვთ:
- მათ, ვისაც ბოლო ხუთი წლის მანძილზე 12 თვეზე მეტი დრო აქვთ გატარებული ევროკავშირის რომელიმე ქვეყანაში;
- პირველი კურსის ბაკალავრებს.

განაცხადის გაგზავნის ბოლო ვადაა 2014 წლის 24 თებერვალი.
დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ პროექტის ვებ-გვერდი: http://humeria.eu

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, დაუკავშირდით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განვითარებისა და საგარეო ურთიერთობების სამსახურს:

მისამართი: ქ.ჩოლოყაშვილის 3/5, ოთახი E105
ტელეფონი: 995 322 14 13 88
ელ-ფოსტა: humeria@iliauni.edu.ge

ბანერები