ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

ერაზმუს მუნდუსის გაცვლითი პროგრამა EUROEAST

განცხადებები

 

ერაზმუს მუნდუსი (Erasmus Mundus) არის თანამშრომლობისა და მობილობის პროგრამა უმაღლესი განათლების სფეროში, რომელიც მიმართულია ევროპული უმაღლესი საგანმანათლებლო სისტემის ხარისხის გაუმჯობესებისაკენ და ხელს უწყობს დიალოგსა და ურთიერთგაგებას ხალხსა და კულტურებს შორის მესამე ქვეყნებთან თანამშრომლობის საფუძველზე. პროგრამის მეორე აქტივობა მოიცავს სტუდენტების, მკვლევრებისა და აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის მობილობას ევროპული და არაევროპული ქვეყნების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

პროექტი EUROEAST 2012 წელს დაფინანსდა ევროკომისიის მიერ. პროექტის კოორდინატორია ტურინის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი (იტალია).

პროექტის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსი ითვალისწინებს ბაკალავრების, მაგისტრანტების, დოქტორანტების, პოსტდოქტორანტებისა და აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის მობილობას.

მობილობის განხორციელება შესაძლებელია შემდეგ ევროპულ უნივერსიტეტებში:

  1. ტურინის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი, იტალია - კოორდინატორი
  2. აალტოს უნივერსიტეტი, ფინეთი
  3. ადამ მიცკევიჩის უნივერსიტეტი, პოლონეთი
  4. ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტი, გერმანია
  5. უმაღლესი ტექნიკური სკოლა, პორტუგალია
  6. დუბლინის თრინითის კოლეჯი, ირლანდია
  7. გენტის უნივერსიტეტი, ბელგია
  8. ვალენსიის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი, ესპანეთი
  9. მონპელიეს უნივერსიტეტი 2, საფრანგეთი

მობილობის პერიოდები:
ბაკალავრები - 6-10 თვე,
მაგისტრები - 6-10-24 თვე,
დოქტორანტები - 6-12-18-34 თვე,
პოსტ-დოქტორანტები - 6 თვე,
აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალი - 1 თვე

სტიპენდია:
ბაკალავრები - 1 000 ევრო,
მაგისტრანტები - 1 000 ევრო,
დოქტორანტები - 1 500 ევრო,
პოსტდოქტორანტები - 1 800 ევრო,
ადმინისტრაციული/აკადემიური პერსონალი - 2 500 ევრო.
პროგრამა ფარავს მგზავრობის, დაზღვევისა და სწავლის საფასურს.

განაცხადების მიღება ხდება ელექტრონულად (http://www.euroeast.polito.it/applications). კონკურსში მონაწილეთა შერჩევა ხდება წარდგენილი საბუთების საფუძველზე.

კონკურსი გაგრძელდება 2013 წლის 18 თებერვლამდე.

დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ პროგრამის ვებ-გვერდი.

დამატებითი შეკითხვებით მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განვითარებისა და საგარეო ურთიერთობების სამსახურს (ჩოლოყაშვილის 3/5, ოთახი F315, ტელ.: 214 13 88, ელ-ფოსტა: euroeast@iliauni.edu.ge).

 

ბანერები