ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

ერაზმუს მუნდუსის გაცვლითი პროგრამა EMINENCE

განცხადებები

გამოცხადდა კონკურსი ერაზმუს მუნდუსის (Erasmus Mundus) მეორე აქტივობის პროექტის EMINENCE ფარგლებში.

ერაზმუს მუნდუსი (Erasmus Mundus) არის თანამშრომლობისა და მობილობის პროგრამა უმაღლესი განათლების სფეროში, რომელიც მიმართულია ევროპული უმაღლესი საგანმანათლებლო სისტემის ხარისხის გაუმჯობესებისკენ და ხელს უწყობს დიალოგსა და ურთიერთგაგებას ხალხსა და კულტურებს შორის მესამე ქვეყნებთან თანამშრომლობის საფუძველზე.

პროექტი EMINENCE მოიცავს სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მობილობას ევროპული ქვეყნების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. პროგრამის ფარგლებში სრულად ფინანსდება ბაკალავრების, მაგისტრების, დოქტორანტების, პოსტდოქტორანტებისა და აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის (ტრენინგი, სწავლება, კვლევა) მობილობა პროექტის პარტნიორ ევროპულ უნივერსიტეტებში.

განაცხადის გაგზავნის ბოლო დღეა 13.12.2013

პროექტის ფარგლებში დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ იხილოთ პროგრამის ვებ-გვერდი.

ბანერები