ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

ერაზმუს მუნდუსის გაცვლითი პროგრამა ELECTRA

განცხადებები

ერაზმუს მუნდუსის გაცვლითი პროგრამა ELECTRA აცხადებს კონკურსს სტუდენტების, მკვლევრებისა და აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალისათვის ევროპის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის, კვლევისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით სტიპენდიის მოსაპოვებლად.

მობილობის განხორციელება შესაძლებელია შემდეგ უნივერსიტეტებში:

1. ოლდენბურგის უნივერსიტეტი, გერმანია - კოორდინატორი
2. ოულუს უნივერსიტეტი, ფინეთი
3. ვალენსიის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი, ესპანეთი
4. ლიმერიკის უნივერსიტეტი, ირლანდია
5. კრაკოვის იაგელონიის უნივერსიტეტი, პოლონეთი
6. ტურინის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი, იტალია
7. მინოს უნივერსიტეტი, პორტუგალია
8. ქიმიური ტექნოლოგიებისა და მეტალურგიის უნივერსიტეტი, ბულგარეთი

პროგრამა სრულად ფარავს სწავლის, მგზავრობის, დაზღვევის ხარჯებს და უზრუნველყოფს კონკურსში გამარჯვებულს ყოველთვიური სტიპენდიით:

ბაკალავრი - 1000 ევრო
მაგისტრანტი - 1000 ევრო
დოქტორანტი - 1500 ევრო
პოსტდოქტორანტი - 1800 ევრო
აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალი - 2500 ევრო

კონკურსში მონაწილეობის უფლება არ აქვთ:

მათ, ვისაც ბოლო ხუთი წლის მანძილზე 12 თვეზე მეტი დრო აქვთ გატარებული ევროკავშირის რომელიმე ქვეყანაში;

პირველი კურსის ბაკალავრებს.

განაცხადის გაგზავნის ბოლო დღეა 2014 წლის 31 იანვარი.

დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ პროექტის ვებ-გვერდი: www.electra-project.eu

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განვითარებისა და საგარეო ურთიერთობების სამსახურს:

მისამართი: ქ.ჩოლოყაშვილის 3/5, ოთახი E 105
ტელეფონი: 995 322 14 13 88
ელ-ფოსტა: electra@iliauni.edu.ge

ბანერები