ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

ერაზმუს მუნდუსის გაცვლითი პროგრამა ELECTRA

განცხადებები

ერაზმუს მუნდუსი (Erasmus Mundus) არის თანამშრომლობისა და მობილობის პროგრამა უმაღლესი განათლების სფეროში, რომელიც მიმართულია ევროპული უმაღლესი საგანმანათლებლო სისტემის ხარისხის გაუმჯობესებისაკენ და ხელს უწყობს დიალოგსა და ურთიერთგაგებას ხალხსა და კულტურებს შორის მესამე ქვეყნებთან თანამშრომლობის საფუძველზე. პროგრამის მეორე აქტივობა მოიცავს სტუდენტების, მკვლევრებისა და აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის მობილობას ევროპული და არაევროპული ქვეყნების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

პროექტი ELECTRA 2012 წელს დაფინანსდა ევროკომისიის მიერ. პროექტის კოორდინატორია ოლდენბურგის უნივერსიტეტი (გერმანია), ხოლო თანაკოორდინატორია  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

პროექტი ითვალისწინებს ბაკალავრების, მაგისტრების, დოქტორანტების, პოსტ-დოქტორანტებისა  და აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის მობილობას ევროპის პარტნიორ უნივერსიტეტებში.

მობილობის განხორციელება შესაძლებელია შემდეგ ევროპულ უნივერსიტეტებში:

1. ოლდენბურგის უნივერსიტეტი, გერმანია - კოორდინატორი
2. ოულუს უნივერსიტეტი, ფინეთი
3. ვალენსიის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი, ესპანეთი
4. ლიმერიკის უნივერსიტეტი, ირლანდია
5. კრაკოვის იაგელონიის უნივერსიტეტი, პოლონეთი
6. ტურინის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი, იტალია
7. მინოს უნივერსიტეტი, პორტუგალია
8. ქიმიური ტექნოლოგიებისა და მეტალურგიის უნივერსიტეტი, ბულგარეთი

განაცხადების მიღება ხდება ელექტრონულად (http://www.electra-project.eu/index.php/applicants/how-to-apply). კონკურსში მონაწილეთა შერჩევა ხდება წარდგენილი საბუთების საფუძველზე.

კონკურსი გაგრძელდება 2013 წლის 4 მარტამდე.

დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ პროგრამის ვებ-გვერდი.

დამატებითი შეკითხვებით მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განვითარებისა და საგარეო ურთიერთობების სამსახურს (ჩოლოყაშვილის 3/5, ოთახი F303, ტელ.: 214 13 88, ელ-ფოსტა: electra@iliauni.edu.ge).

ბანერები