ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

ერაზმუს მუნდუსის გაცვლითი პროგრამა ALRAKIS II

განცხადებები

ერაზმუს მუნდუსი (Erasmus Mundus) არის თანამშრომლობისა და მობილობის პროგრამა უმაღლესი განათლების სფეროში, რომელიც მიმართულია ევროპული უმაღლესი საგანმანათლებლო სისტემის ხარისხის გაუმჯობესებისაკენ და ხელს უწყობს დიალოგსა და ურთიერთგაგებას ხალხსა და კულტურებს შორის მესამე ქვეყნებთან თანამშრომლობის საფუძველზე. პროგრამის მეორე აქტივობა მოიცავს სტუდენტების, მკვლევრებისა და აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის მობილობას ევროპული და არაევროპული ქვეყნების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

პროექტი ALRAKIS II 2012 წელს დაფინანსდა ევროკომისიის მიერ. პროექტის კოორდინატორია გიოტინგენის უნივერსიტეტი (გერმანია), ხოლო თანაკოორდინატორია  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

პროექტი ითვალისწინებს ბაკალავრების, მაგისტრების, დოქტორანტების, პოსტ-დოქტორანტებისა  და აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის მობილობას ევროპის პარტნიორ უნივერსიტეტებში.

მობილობის განხორციელება შესაძლებელია შემდეგ ევროპულ უნივერსიტეტებში:

1.  გიოტინგენის გეორგ-აუგუსტუსის უნივერსიტეტი, გერმანია - კოორდინატორი
2.  ვარშავის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტი, პოლონეთი
3.  ტალინის უნივერსიტეტი, ესტონეთი
4.  სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტი, ესპანეთი
5.  პარიზის ვალ-დე-მარის უნივერსიტეტი, საფრანგეთი
6.  ტუსკიას უნივერსიტეტი, იტალია
7.  გრონინგენის უნივერსიტეტი, ნიდერლანდები
8.  მასარიკის უნივერსიტეტი, ჩეხეთის რესპუბლიკა

განაცხადების მიღება ხდება ელექტრონულად (http://www.alrakis2.eu/index.asp?p=1763&a=1744). კონკურსში მონაწილეთა შერჩევა ხდება წარდგენილი საბუთების საფუძველზე.

კონკურსი დაიწყო 2012 წლის 15 დეკემბერს და გაგრძელდება 2013 წლის 28 თებერვლამდე.

დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ პროგრამის ვებ-გვერდი.

დამატებითი შეკითხვებით მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განვითარებისა და საგარეო ურთიერთობების სამსახურს (ჩოლოყაშვილის 3/5, ოთახი F315, ტელ.: 214 13 88, ელ-ფოსტა: alrakis@iliauni.edu.ge).

ბანერები