ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

ერაზმუს მუნდუსის გაცვლითი პროგრამა ALRAKIS II

განცხადებები

ერაზმუს მუნდუსის გაცვლითი პროგრამა ALRAKIS II აცხადებს კონკურსს სტუდენტების, მკვლევრებისა და აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალისათვის ევროპის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის, კვლევისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით სტიპენდიის მოსაპოვებლად.

მობილობის განხორციელება შესაძლებელია შემდეგ უნივერსიტეტებში:

1.  გიოტინგენის გეორგ-აუგუსტუსის უნივერსიტეტი, გერმანია - კოორდინატორი
2.  ვარშავის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტი, პოლონეთი
3.  ტალინის უნივერსიტეტი, ესტონეთი
4.  სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტი, ესპანეთი
5.  პარიზის ვალ-დე-მარის უნივერსიტეტი, საფრანგეთი
6.  ტუშას უნივერსიტეტი, იტალია
7.  გრონინგენის უნივერსიტეტი, ნიდერლანდები
8.  მასარიკის უნივერსიტეტი, ჩეხეთის რესპუბლიკა

პროგრამა სრულად ფარავს სწავლის, მგზავრობის, დაზღვევის ხარჯებს და უზრუნველყოფს კონკურსში გამარჯვებულს ყოველთვიური სტიპენდიით:

ბაკალავრი - 1000 ევრო
მაგისტრანტი - 1000 ევრო
დოქტორანტი - 1500 ევრო
პოსტდოქტორანტი - 1800 ევრო
აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალი - 2500 ევრო

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:

საქართველოს მოქალაქეებს;

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის სტუდენტებს (ან სხვა აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრებს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზით იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსით სარგებლობენ);
საქართველოს ყველა აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს;
მკვლევრებს;
საქართველოს ყველა აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს.

კონკურსში მონაწილეობის უფლება არ აქვთ:

მათ, ვისაც ბოლო ხუთი წლის მანძილზე 12 თვეზე მეტი დრო აქვთ გატარებული ევროკავშირის რომელიმე ქვეყანაში;
პირველი და მეოთხე კურსის ბაკალავრებს.

განაცხადის გაგზავნის ბოლო დღეა 2014 წლის 12 იანვარი.

დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ პროექტის ვებ-გვერდი: http://www.alrakis2.eu/index.asp ან დაუკავშირდით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განვითარებისა და საგარეო ურთიერთობების სამსახურს:

მისამართი: ქ.ჩოლოყაშვილის 3/5, ავსტრიული ბიბლიოთეკის შენობა, ოთახი H105

ტელეფონი: 995 322 14 13 88

ელ-ფოსტა: alrakis@iliauni.edu.ge

ბანერები