ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

ენის შემსწავლელი ინტენსიური კურსი ილიაუნის იტალიური კულტურის ცენტრში

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებულ იტალიური კულტურის ცენტრში დაიწყო იტალიური ენის შემსწავლელი ინტენსიური (სამთვიანი) კურსები.

სრული კურსის ღირებულება: 444 ლარი.
კურსებს გაუძღვებიან იტალიელი და ქართველი პედაგოგები.
საათნახევრიანი ლექციები ჩატარდება კვირაში სამჯერ.
კურსის დამთავრების შემდეგ გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი.
კურსი განკუთვნილია ნებისმიერი მსურველისთვის.

ცენტრი ასევე გაძლევთ საშუალებას, გაემგზავროთ იტალიაში ცოდნის დონის გასაუმჯობესებლად და მოინახულოთ ულამაზესი ქალაქები: რომი, ფლორენცია, ვენეცია, ბოლონია, გუბიო, ასიზი, პიზა, სანმარინო.

საკონტაქტო ინფორმაცია
მის.: ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორია, გიორგი წერეთლის ქ. N3; კორპუსი S; სართული 5, S 501-502 აუდიტორიები.
ელფოსტა: cci.tbilisi@gmail.com
ტელ.: 599 98 08 16
ფეისბუქგვერდი: იტალიური კულტურის ცენტრი

ბანერები