ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

ენის შემსწავლელი ინტენსიური კურსი ილიაუნის იტალიური კულტურის ცენტრში

განცხადებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებულ იტალიური კულტურის ცენტრში დაიწყო იტალიური ენის შემსწავლელი ინტენსიური (სამთვიანი) კურსები. კურსებს გაუძღვებიან იტალიელი და ქართველი ლექტორები. ცენტრი გაძლევთ საშუალებას, გაემგზავროთ იტალიაში თქვენი ცოდნის დონის გასაუმჯობესებლად და მოინახულოთ იტალიის ულამაზესი ქალაქები: რომი, ფლორენცია, ვენეცია, ბოლონია, გუბიო, ასიზი, პიზა, სანმარინო.

კურსის დამთავრების შემდეგ გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი.

ლექციების განრიგი: ლექციები ჩატარდება კვირაში სამჯერ.
ლექციების ხანგრძლივობა: თითო ლექცია საათნახევრიანია.

საკონტაქტო ინფორმაცია

იტალიის კულტურის ცენტრი
ელფოსტა: cci.tbilisi@gmail.com
ტელ.: 599 98 08 16
ფეისბუქ-გვერდი: იტალიის კულტურის ცენტრი

ბანერები