ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

ენა და ტერიტორია

განცხადებები

2015 წლის 30 აგვისტოდან 4 სექტემბრის ჩათვლით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი უმასპინძლებს მეორე საერთაშორისო კონფერენციას - ენა და ტერიტორია.

ამავე თემაზე პირველი საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა 2010 წლის აგვისტოში სედბერის ლორანსიენის უნივერსიტეტში (ონტარიო, კანადა). კონფერენციას ესწრებოდა 35 ქვეყნის 350-ზე მეტი მკვლევარი. სტატიების წარდგენისა და ორმაგი შეფასების შედეგად, ორმოცდაათამდე სტატია გამოქვეყნდა სამ კრებულში - მონოგრაფიული სერია ჰუმანიტარულ მეცნიერებებში.

კონფერენციის სამუშაო ენებია: ქართული, ფრანგული, ინგლისური.

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ-გვერდს www.langueetterritoire.iliauni.edu.ge. ვებ-გვერდი სამენოვანია და ინფორმაციის მიღება შესაძლებელია კონფერენციის სამუშაო ენებზე.

ბანერები