ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

ემერიტუსის საპატიო წოდების მინიჭების ცერემონიალი ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტში

10 ივლისს, პარასკევს, 20:00 სთ.-ზე ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის A კორპუსის, თეატრის ეზოში (ი.ჭავჭავაძის გამზ. 32) გაიმართება დამსახურებული პროფესორებისათვის ემერიტუსის საპატიო წოდების მინიჭების საზეიმო ცერემონიალი. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობას მიიღებს ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პირველი ცენტრალური სახელმწიფო სამუსიკო სასწავლებელის კამერული ორკესტრი.

2009 წელს ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტი სულ 12 დამსახურებულ პროფესორს ანიჭებს ემერიტუსის წოდებას.
საქართველოს კანონით უმაღლესი განათლების შესახებ ყველა უმაღლეს სასწავლებელს უფლება აქვს, 65 წელს გადაცილებულ პროფესორებს მიანიჭოს ემერიტუსის წოდება .

 

ბანერები