ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

ეჟენ იონესკოს სახელობის სადოქტორო და პოსტსადოქტორო სტიპენდიები 2015- 2016 წლისთვის

ახალი ამბები

ეჟენ იონესკოს სახელობის სტიპენდია ფრანკოფონიული საუნივერსიტეტო სააგენტოს წევრი უნივერსიტეტების დოქტორანტებსა და პედაგოგ-მკვლევრებს საშუალებას აძლევს ჩაატარონ 3-თვიანი კვლევა რუმინეთის 26 პარტნიორი უნივერსიტეტიდან ერთ-ერთში.

საბუთების მიღების ბოლო ვადაა: 2016 წლის 17 იანვარი, 23:00 საათი (ბუქარესტის დროით, GMT+2).

ეჟენ იონესკოს სახელობის პროგრამას აფინანსებს რუმინეთის მთავრობა. სტიპენდიებს გასცემს რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. მოცემულ სტიპენდიებს ახორციელებს ფრანკოფონიული საუნივერსიტეტო სააგენტო (AUF).

მიზნები:
ეჟენ იონესკოს სახელობის სტიპენდიის ფარგლებში, მობილობა ხორციელდება მხოლოდ AUF-ის წევრ უნივერსიტეტებს შორის. სტიპენდიის მიზანია, ხელი შეუწყოს დოქტორანტებისა და პედაგოგ-მკვლევრების საზღვარგარეთ ვიზიტს სამეცნიერო ნაშრომის გაუმჯობესებისათვის.
აღნიშნული მობილობები განხორციელდება იმ სფეროებში, რომლებიც პრიორიტეტულია მშობლიური ქვეყნისათვის და ემთხვევა მასპინძელი კვლევითი ორგანიზაციის ინტერესებს.

კონკურსის ეტაპები:
ეჟენ იონესკოს სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად კანდიდატებმა უნდა გაიარონ ორი არსებითი ეტაპი:

  •  პროგრამაში ჩაწერამდე, წინასწარ ჩაწერის აპლიკაციის გაგზავნის საფუძველზე, მოიპოვონ ცნობა შერჩეული რუმინული უნივერსიტეტიდან (ამ აპლიკაციის გაგზავნა რეკომენდებულია 2015 წლის 1-ლ დეკემბრამდე).
  •  AUF-ის სააპლიკაციო ფორმის შევსება შესაძლებელია შემდეგ ვებგვერდზე.

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ვებგვერდი.

ბანერები