ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

ძილის მეცნიერებისა და ძილის მედიცინის საფუძვლები

განცხადებები

საზაფხულო სკოლა იმართება ძილ-ღვიძილის ციკლის შემსწავლელი თენგიზ ონიანის ლაბორატორიასა (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევითი ცენტრი) და ჟენევის საუნივერსიტეტო კლინიკის ძილის ლაბორატორიას შორის მიმდინარე პარტნიორული პროექტის ფარგლებში, რომლის სახელწოდებაა “ცოდნაზე დაფუძნებული პარტნიორობა საქართველოში ძილის მედიცინის კვლევითი პლატფორმის განვითარებისა და ძილის მეცნიერების ხელშეწყობის მიზნით”.

სკოლის მიზანია საქართველოსა და კავკასიის რეგიონში ძილის მეცნიერებისა და ძილის მედიცინის განვითარების ხელშეწყობა. საზაფხულო სკოლის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ ძილის კვლევის დარგში მომუშავე ევროპის წამყვანი სპეციალისტები.

პროგრამა მოიცავს სალექციო კურსებს ძილის, როგორც ფუნდამენტური, ასვე კლინიკური მიმართულებით და პრაქტიკულ სემინარებს.

სკოლა დაფინანსებულია შვეიცარიის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ნაწილობრივ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ.

სკოლის პროგრამა იხილეთ აქ:

ბანერები