ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

ჯონ ჰილის ლექცია თემაზე: „სიზმრისეული გონება: ცხოვრებისადმი სპონტანური მიდგომა

პარასკევს, 22 იანვარს, 11:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის (ი. ჭავჭავაძის გამზ. 32) A კორპუსის 101-ე აუდიტორიაში გაიმართება ჯონ ჰილის ლექცია თემაზე: „სიზმრისეული გონება: ცხოვრებისადმი სპონტანური მიდგომა" ფილოსოფიის დოქტორი ჯონ ჰილი ფსიქოანალიტიკოსი და პედაგოგია. მან ხარისხი ფილოსოფიაში დუბლინისა და ამერიკის კათოლიკურ უნივერსტეტში მოიპოვა. აგრეთვე, დაამთავრა ციურიხის კ.გ. იუნგის ინსტიტუტი. ის მოქმედი ტრენინგ-ანალიტიკოსია. ციურიხში ჯონ ჰილს გამოქვეყნებული აქვს ნაშრომები კელტურ მითზე, ჯეიმს ჯოისზე, ქრისტიანულ მისტიციზმზე, იუნგის ასოციაციურ ექსპერიმენტზე, სიზმრებსა და სხვა. ლექცია შეეხება სიზმრისეულ გონებას, რომელიც ალტერნატიული არსებობის საშუალებას გვაძლევს.

ბანერები