ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

ჯაზის კონცერტი ილიაუნიში

22 ივნისს, 18.00-ზე ილიაუნის სააქტო დარბაზში მუსიკის ცენტრი მართავს დამამთავრებელ ღონისძიებებთან დაკავშირებულ ჯაზის მუსიკის კონცერტს. კონცერტში მონაწილეობენ ჩვენს ქვეყანაში ამ ჟანრის საუკეთესო წარმომადგენლები, და ჩვენი უნივერსიტეტის ამჟამინდელი და პოტენციური ლექტორები.

კონცერტის ყველა მონაწილე გახლავთ თბილისის ზ.ფალიაშვილის სახ. მე-2 სამუსიკო სასწავლებლის (2006 წლიდან თბილისის სამუსიკო კოლეჯის, რომელიც ამჟამად გაუქმდა) ჯაზისა და საესტრადო ხელოვნების განყოფილების სხვადასხვა პერიოდების კურსდამთავრებულები.

რამდენიმე მათგანი - ირინე ებრალიძე (თეორიული საგნები, ჯაზ-ვოკალის, ვოკალური ჯაზ-იმპროვიზაციის კლასი), ირაკლი კვანჭიანი (ფ-ნო, ჯაზ-იმპროვიზაციის კლასი), ლევან რუსია (ბას-გიტარა, ანსამბლის კლასი) ამ სასწავლო დაწესებულების პედაგოგებიც არიან.

ყველა მონაწილე, როგორც ეს კონცერტის პროგრამიდან ჩანს, დაკავებულია სხვადასხვა ჯგუფებში, მოღვაწეობენ თბილისის ჯაზ-კლუბებსა და სხვა ამ ტიპის დაწესებულებებში, გარდა ამისა პერიოდულად ერთად მუშაობენ ახალ პროექტებზე.

ი.ებრალიძე და ი.კვანჭიანი გახლავთ 2003 წლის თბილისის ჯაზ-ფესტივალის მონაწილეები.

ასე რომ, ვისაც ცოცხალი მუსიკისა და უმაღალესი დონის პროფესიონალების მოსმენა გსურთ, გთხოვთ მობრძანდეთ.

ბანერები