ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

დისტანციურ სწავლებაზე დაფუძნებული კურსი ილიაუნიში

განცხადებები

თავისუფალი მეცნიერებების პროგრამა გთავაზობთ უნიკალურ შესაძლებლობას! გაზაფხულის სემესტრში დაგეგმილია დისტანციურ სწავლებაზე დაფუძნებული კურსი „საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების პოლიტიკა “, რომელსაც წაიკითხავს მიჩიგანის შტატის უნივერსიტეტის ჯეიმს მედისონის კოლეჯის პროფესორი, ნორმან გრემი.

კურსის ფარგლებში შედის პროფესორის ორი კვირით საქართველოში ჩამოსვლა და ინტენსიური ლექციების გამართვა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. ამავე პერიოდში ჩატარდება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის კონფერენციის სიმულაცია, რომელშიც სტუდენტები სხვდასხვა ქვეყნების გადაწყვეტილების მიმღებთა როლებს მოირგებენ. ამ უნიკალურ შესაძლებლობას მხოლოდ ერთი წინაპირობა აქვს: სტუდენტი უნდა აკმაყოფილებდეს ინგლისური ენის ცოდნის მაღალ დონეს (upper intermediate).

კურსზე დარეგისტრირების მსურველებმა დეტალური ინფორმაციისათვის მიმართეთ თავისუფალი მეცნიერებების პროგრამის მენეჯერს, ნინო ჯაფარაშვილს: n_japarashvili@yahoo.com, 598 808 900.

ბანერები