ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

დანაშაულის პრევენციის პროექტების კონკურსი

განცხადებები

მთავარი პროკურატურა კიდევ ერთი სტუდენტური კონკურსის ინიციატორია - ამჯერად უწყება საქართველოში არსებული უმაღლესი სასწავლებლების იურიდიული ფაკულტეტების სტუდენტებს დანაშაულის პრევენციის პროექტების შემუშავებაში მონაწილეობას სთავაზობს. კონკურსი მთავარ პროკურატურაში 5 ივნისს გამოცხადდა.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ იურიდიული ფაკულტეტის (ბაკალავრიატის მესამე და მეოთხე კურსის, ასევე მაგისტრატურის) სტუდენტებს ჯგუფურად ან ინდივიდუალურად. პირველ ეტაპზე მოხდება იდეების წინასწარი შერჩევა, საინტერესო და აქტუალური ღონისძიების გამოვლენა.

გამარჯვებული წინადადებების ავტორებმა დასრულებული პროექტები უნდა წარმოადგინონ. მასში მკაფიოდ უნდა ჩანდეს პრევენციული ღონისძიების მიზანი, მისი მიღწევის საშუალებები და განხორციელების ვადები, პროექტის დადებითი და უარყოფითი მხარეები.

გამარჯვებული პროექტის ავტორები გაივლიან ერთთვიან პრაქტიკას საქართველოს პროკურატურაში, ექნებათ პროექტის განხორციელების შესაძლებლობა და მონაწილეობას მიიღებენ იუსტიციის სასწავლო ცენტრის საზაფხულო სკოლაში.

გთხოვთ, წარმოადგინოთ პრევენციული ღონისძიების იდეები 2012 წლის 9 ივლისამდე.

კონკურსის მიმდინარეობის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება სტუდენტებს ელექტრონულ მისამართზე sazogadoeba@justice.gov.ge შეუძლიათ.

ბანერები