ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

დაცული ტერიტორიების კვირეული ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტში

გარემოს დაცვის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ მოწყობილი გამოფენა ი. ჭავჭავაძის უნივერსიტეტში სამშაბათს, 2 ივნისს გაიხსნა.
გამოფენა გასტანს ოთხ დღეს და სტუდენტებს საშუალება ექნებათ დაათვალიერონ საქართველოს ღირსშესანიშნავი დაცული ტერიტორიების ფოტოები.
დაცული ტერიტორიების კვირეულის მიზანია სტუდენტებში საქართველოს დაცული ტერიტორიების შესახებ ინფორმირება და პოპულარიზაცია.

გამოფენა გაიხსნა დაცული ტერიტორიების დეპარტამენტის განათლების სპეციალისტმა ნატო სულთანიშვილმა. პრეზენტაციაზე ისაუბრეს დაცული ტერიტორიების მნიშვნელობაზე, მის ისტორიულ-კულტურულ ექსკურსზე და ტურისტულ პერსპექტივბებზე. ნაჩვენები იყო ფილმი საქართველოს დაცული

ტერიტორიების შესახებ.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ინფორმაციით, დაცულ ტერიტორიებში შედის ისეთი უნიკალური ადგილები, როგორებიცაა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული ტყე-პარკი, ვაშლოვანის ეროვნული პარკი, ლაგოდეხის, კოლხეთის, კინტრიშის, თუშეთის და სხვა ნაკრძალები. ამ ტერიტორიებისთვის დამახასიათებელია ისტორიულობა, უნიკალურობა და იშვიათობა.


გამოფენა გასტანს 4 დღეს, მისი დათვალიერება მსურველებს შეუძლიათ ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცოცხალი სამყაროს შემსწავლელ მეცნიერებათა ფაკულტეტზე.
მის: ილია ჭავჭავაძის გამზ.32

 

 

 

 

 

 

ბანერები