ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

ცხადდება მიღება სადოქტორო პროგრამებზე

განცხადებები

სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ფაკულტეტი აცხადებს მიღებას 2010-2011 სასწავლო წლისათვის შემდეგ სადოქტორო პროგრამებზე:

  •      კულტურული ასტრონომია და არქეოასტრონომია
  •      ატმოსფეროს და იონოსფეროს ფიზიკა
  •      ბიოფიზიკა
  •      ელემენტარულ ნაწილაკთა ფიზიკა და კოსმოლოგია
  •      ენტომოლოგია
  •      გეოფიზიკა
  •      გეოლოგია
  •      გეოგრაფია
  •      კავკასიის და შავი ზღვის რეგიონის კვლევები
  •      საქართველოს კვლევები
  •      იდენტობის კვლევები
  •      საბჭოთა და პოსტ-საბჭოთა კვლევები
  •      მოლეკულური ბიოტექნოლოგია
  •      ბიოქიმია
  •      ალპურ მცენარეთა ეკოლოგია
  •      ეკოლოგია
  •      ნეირომეცნიერება.

 
დოქტორანტურაში სწავლის მსურველმა უნდა გაიაროს შემდეგი სამი ეტაპი:

პირველი ეტაპი - რეგისტრაცია: სადოქტორო პროგრამაზე ჩაბარების მსურველმა სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ფაკულტეტზე უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:

  • დოქტორანტობის კანდიდატის სააპლიკაციო ფორმა (იხ. ბმული)
  • აკრედიტირებული საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული მაგისტრის (ან მასთან გათანაბრებული)  ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ასლი
  • პირადობის მოწმობის ასლი
  • ესსე, რომელიც ასახავს დოქტორანტობის კანდიდატის კვლევის ინტერესთა სფეროს და რომელშიც დახასიათებულია მომავალი კვლევის იდეა. (ესსე არ მოეთხოვებათ დოქტორანტობის კანდიდატებს, რომელთაც განაცხადი შემოაქვთ შემდეგ პროგრამებზე: კავკასიის და შავი ზღვის რეგიონის კვლევები, საქართველოს კვლევები, იდენტობის კვლევები, საბჭოთა და პოსტ-საბჭოთა კვლევები.)
  • 2 ფოტოსურათი 3X4 - ზე.
  • პროგრამით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები არსებობის შემთხვევაში. (გთხოვთ, იხილოთ პროგრამის აღწერა)

განაცხადების მიღება იწარმოებს 2010 წლის 21 ივნისიდან და გაგრძელდება 2010 წლის 30 ივლისის ჩათვლით სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ფაკულტეტის დეკანატში (მისამართი: ჩოლოყაშვილის გამზ. # 3/5, E კორპუსი, მე-2 სართული, ოთახი № 242).

განაცხადების მიწოდება ასევე შესაძლებელია ელექტრონული სახით მისამართზე: graduateschool@iliauni.edu.ge. ელექტრონული სახით განაცხადს უნდა დაერთოს საბუთები PDF ან JPG ფორმატით (დიპლომი, პირადობის მოწმობა და ა.შ.).

მეორე ეტაპი - ინგლისური ენის გამოცდა.

გამოცდა ჩატარდება 2010 წლის 20 სექტემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.
შენიშვნა: ინგლისური ენის გამოცდისაგან თავისუფლდებიან აპლიკანტები, რომელებიც წარმოადგენენ ინგლისური ენის სასურველ ფარგლებში ცოდნის დამადასტურებელ სერთიფიკატს (რომელიც შეესაბამება ენების სწავლების და შემოწმების ევროკომისიის ჩარჩო დოკუმენტის სტანდარტის მეოთხე დონეს, ანუ კემბრიჯის FCE სერთიფიკატს, ან სულ მცირე 550 ქულას TOEFL-ის სისტემით). ასეთი საბუთის ექვივალენტად ჩაითვლება ინგლისურენოვანი უნივერსიტეტის ბაკალავრის ან მაგისტრის დიპლომი.

მესამე ეტაპი - გასაუბრება სპეციალობაში.

გასაუბრება გაიმართება 2010 წლის 24 სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ფაკულტეტს: ჩოლოყაშვილის გამზ. # 3/5, E კორპუსი, მე-2 სართული, ოთახი № 242)
ტელ.: 23 10 57 / 22 06 48.
ელ.ფოსტა: graduateschool@iliauni.edu.ge

ბანერები