ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

ცხადდება მიღება დოქტორანტურაში

ცხადდება მიღება ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცოცხალი სამყაროს შემსწავლელ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურის საფეხურზე.

მიმართულება- დაცული ტერიტორიების მენეჯმენტი.

დოქტორანტურაში სწავლის მსურველმა პირებმა უნივერსიტეტში უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

ა) განცხადება დეკანის სახელზე;
ბ) მაგისტრის ხარისხის ფლობის დამადასტურებელი დიპლომი;
გ) მომავალი სამეცნიერო ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობა;
დ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ე) 4 ფოტოსურათი;
ვ) კვლევითი თემის დახასიათება (დაახლოებით 1000 სიტყვა) სადაც მოხსენებულია სამეცნიერო საკითხის დღევანდელი მდგომარეობა, აღწერილია შესაბამისი ჰიპოთეზა ან ჰიპოთეზები, ან აღწერითი კვლევის საგანი, მეთოდოლოგიური სპეციფიკა და მოსალოდნელი შედეგები;
ზ) სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს ინგლისური ენის სასურველ დონეზე ცოდნას (ენების სწავლების ან შემოწმების ევროკომისიის ჩარჩო დოკუმენტის სტანდარტის მეოთხე დონე ანუ კემბრიჯის FCE სერტიფიკატი, ან სულ მცირე 550 ქულა TOEFL-ის სისტემით). ასეთის არქონის შემთხვევაში კანდიდატს მოუხდება ტესტის ჩაბარება. ამ მოთხოვნისგან განთავისუფლდებიან კანდიდატები, ვისაც ინგლისურ ენაზე აქვს გავლილი მაგისტრატურის კურსი.

საბუთები მიიღება - მიმდინარე წლის 10 მარტიდან 30 მარტის ჩათვლით.

ბანერები